მარტი 29, 2024
0 0
Read Time:43 Second

„ჰაიპერლუპი“ – ტრანსპორტირების ახალი საშუალება, რომლის სიჩქარეც ბგერის სიჩქარეს აღემატება.

1485721210145080064ჰაიპერლუპის კონცეფცია Tesla-სა და SpaceX-ის გენერალურ დირექტორს, ელონ მასკს ეკუთვნის. ეს არის ახალი ტიპის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ისეთ სირთულეებს უვლის გვერდს, როგორებიცაა საწვავის დანახარჯი, მგზავრობის დრო და ამინდი. ჰაიპერლუპი სპეციალურ მილებში მოძრავი კაფსულისებრი ტრანსპორტია, რომელიც დაბალი წნევის მქონე მილებში მოძრაობს და საათში 1 223 კმ/სთ-ის განვითარება შეუძლია.

597343_original
როგორც ჩანს, ილონ მასკის ამ  იდეის რეალიზაცია პირველად აბუ დაბიში მოხდება. ამერიკული კომპანია „ჰაიპერლუპ ტრანსპორტეიშენ ტექნოლოჯიზ“ ჰაიპერლუპის ტრასის აშენებას 2019 წლის მესამე კვარტალში გეგმავს.

hqdefault
“ჰაიპერლუპ ტრანსპორტეიშენ ტექნოლოჯიზ“-მა აპრილში ხელშეკრულება გააფორმა აბუ-დაბის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად კომპანია „ალდარ პროპერტიზთან“, რომელიც დუბაისთან, საზღვრის მახლობლად ჰაიპერლუპის 10-კილომეტრიან მონაკვეთს ააგებს. გარდა ამისა, ამერიკულ კომპანიას აბუ დაბისთან გაფორმებული აქვს კონტრაქტი, რომლის შესაბამისადაც, ახალი ტიპის ზესწრაფი ტრანსპორტის სისტემა ომანის საზღვრის მიმართულებით აშენდება.
თუ ოდესმე მსგავსი სატრანსპორტო საშუალება საქართველოშიც გამოჩნდება, თბილისიდან ქუთაისში ჩასვლა სულ რაღაც 15 წუთში იქნება შესაძლებელი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები