კარლ ჰარცელი პარტიების ლიდერებს მოუწოდებს, რომ საკუთარ წევრებს ეთიკური სტანდარტების დაცვის აუცილებლობა შეახსენონ

Read Time:1 Minute, 10 Second

ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოში წინასაარჩევნო გარემო შეაფასა. „მოვუწოდებ ყველა პარტიის ლიდერებს, საკუთარ წევრებს ეთიკური სტანდარტების დაცვის აუცილებლობა შეახსენონ, –ამის შესახებ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

საქართველოში ევროკავშიროს ელჩის განცხადებით, ისინი ყურადღებით ადევნებენ თვალს ძალადობის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევებისა და სხვა მსგავსი საკითხების შესახებ გავრცელებულ ცნობებს.

„საარჩევნო კამპანია ჯერ მიმდინარეობს. ასე რომ, ჯერ ცოტა ადრეა შთაბეჭდილებების შესაჯამებლად. თუმცა, ვიტყვი, იმ კარგს შორის, რასაც კამპანიის დროს მრავალი პარტიის მიერ წარდგენილ პროგრამებში გამოვარჩევდი, ხშირად ასახული იყო პარტიების მკაფიო ხედვები და მისწრაფებები.

ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სასარგებლოა და მჯერა, რომ ეს არის ახალი საარჩევნო სისტემის შედეგი, რომ ასევე ამომრჩევლისთვის არის უფრო ფართო არჩევანი. ვიმედოვნებ, რომ პარტიების პროგრამები საბოლოოდ გზას გაიკვალავს მომავალ პარლამენტში, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ დემოკრატიული დისკუსია გაგრძელდეს არჩევნების შემდგომაც“, – აღნიშნა ჰარცელმა.

რაც შეეხება, ძალადობის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევებისა და სხვა მსგავსი საკითხების შესახებ გავრცელებულ ცნობებს, ჰარცელის განცხადებით, ასეთ ფაქტებს ყურადღებით ადევნებენ თვალს.

„მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს სანდო რეაგირება გამოძიების დაწყების კუთხით, ასევე გამოძიების მიუკერძოებლად და რაც შეიძლება სწრაფად ჩატარება, რათა ყველამ გამოიტანოს დასკვნა, თუ რა არის დაშვებული და რა არის დაუშვებელი სამართლებრივი თვალსაზრისით. მე ასევე მოვუწოდებ ყველა პარტიის ლიდერებს, შეახსენონ თავიანთი პარტიის წევრებს უმაღლესი ეთიკური სტანდარტების დაცვის აუცილებლობა, რათა ყველამ მიიღოს გზავნილი, რა არის დაშვებული და არა, რათა თავიდან იყოს აცილებული მზარდი ნეგატიური სპირალი მომავალ კვირებში.

ვფიქრობ, ამ არჩევნებისთვის ​ცესკო-მ ამომრჩეველთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ კარგი პლატფორმა წარმოადგინა. ვიმედოვნებ, რომ ეს მეტ ადამიანს უბიძგებს, რომ წავიდეს არჩევნებზე“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს იმართება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ ცერცვაძე – მობილური ჯგუფების შექმნა დაგვიანებული არ არის, სულ 2-3 კვირაა, რაც შემთხვევების მატებაა, მანამდე კლინიკური ჯგუფი და პირადად მე, მუდმივად ვახორციელებდით ინსპექტირებას
Next post იოსებ ხახალეიშვილი კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანია “ექსტრამითში” დასაქმებულებს შეხვდა