მარტი 29, 2024
0 0
Read Time:54 Second

„გაამწვანე თბილისი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის ფარგლებში, ქალაქში ხე-მცენარეები ირგვება. ეს ერთჯერადი ღონისძიება არ იქნება. გაზაფხულზე აქცია მთელი ქალაქის მასშტაბით განხორციელდება. ყველაზე მეტად რაც გვჭირდება, ეს არის პარკები, სკვერები, ახალი საქალაქო პარკების შექმნა. რა თქმა უნდა, მწვანე სივრცეები ზოგადად, ალამაზებს ქალაქს და ხელს უწყობს ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას. მსგავსი ტიპის სამუშაოები, რომელიც მომავალში მოგვცემს შედეგს და ჩვენი ქალაქი ყველაზე ლამაზი, მოწესრიგებული და ეკოლოგიურად სუფთა იქნება, ძალიან მნიშვნელოვანია.

კამპანიის – „გაუფრთხილდი ქალაქს – გაამწვანე თბილისი“ ფარგლებში, ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ თარგებში მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა.

ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 6 000 კვადრატული მეტრია, სხვადასხვა სახეობის 2500-მდე ბუჩქი (კვიდო, უთხოვარი, ფიტოსპორუმი, ფოტინია, წყავი, ბზა, ჭყორი) დაირგო, მოწესრიგდა სარწყავი სისტემა. გამწვანების თარგებზე ასევე, რულონური ბალახის საფარი დაიგება. აღნიშნული თარგების მოწესრიგება რამდენიმე წელია არ განხორციელებულა.

საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში, კოსტავა-შარტავას ქუჩებზე არსებული გზაგამყოფი კუნძულები, წყნეთის გზატკეცილსა და ჩოლოყაშვილის გამზირთან არსებული შუა გამყოფი ზოლი და პეკინის გამზირზე, საქართველოს ეროვნული არქივის შენობის მიმდებარე ტერიტორია უკვე გამწვანდა.

თბილისის მასშტაბით, სულ 7 000 ბუჩქი ირგვება. მარადმწვანე, დეკორატიული ბუჩქების სახეობები თბილისის ლანდშაფტისა და კლიმატის გათვალისწინებით შეირჩა. საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში, თბილისში ბუჩქების გარდა, სამ მეტრზე მაღალი 6 000 ძირი ხე ირგვება

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები