კალაძის დამცველი რომ არ ვარ მოგეხსენებათ, მაგრამ… – თამარ ჩერგოლეიშვილი

Read Time:34 Second

ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი თბილისის მერ კახა კალაძის სახლთან დღეს გამართულ აქციას ეხმიანება და მიიჩნევს, რომ არასწორია ამ პროცესებში ოჯახის ჩართვა.

“კალაძის დამცველი რომ არ ვარ, მოგეხსენებათ, მაგრამ ძალიან მდარე საქციელი მგონია პოლიტიკოსების სახლებთან პროტესტი. ოჯახი არაფერ შუაშია! წესით სულმა უნდა წამძლიოს და გული მოვიფხანო – მე და ჩემს ოჯახს რომ სადღობელაშვილს გვიგზავნიდნენ, ახლა რომ მას მიადგნენ.

მაგრამ, რაც არასწორია არასწორია – არასწორია როგორც საკონსტიტუციოს მოსამართლეების სახლებთან იყო, როგორც მეჩითოვის სახლთან იყო, როგორც ბოკერიას სახლთან იყო.

ერთი ისაა, რომ ეს ხალხი ცივილიზებულად იქცევა, კალაძის მოკავშირეებისგან განსხვავებით – პამიდვრებს არ ესვრიან შენობას და არც აზიანებენ.”– წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

შეგახენებთ, ვაკეში ორი მუშის გარდაცვალების გამო ახალგაზრდულმა ჯგუფმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყო და თბილისის მერის საცხოვრებელთან გადაინაცვლა, ისინი კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შეიძლება, ეს წიგნი თქვენი შვილების სახელმძღვანელო გახდეს?
Next post მე დავიბადე აპრილის თვეში, ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან… დღეს ტიციან ტაბიძის დაბადების დღეა