იუსტიციის მინისტრმა ჩხოროწყუში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

Read Time:1 Minute, 2 Second

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის
გუბერნატორთან გიორგი გუგუჩიასთან ერთად  ჩხოროწყუში 87-ე
საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა და ახალი ფილიალის მომსახურებითაც
ისარგებლა. რატი ბრეგაძემ, გიორგი გუგუჩიამ და ჩხოროწყუს მერმა დავით
გოგუამ ახლადგახსნილ ცენტრში კოვიდ ბარათები აიღეს. კოვიდ ბარათი,
პიროვნების  ვაქცინაციისა და  PCR კვლევების შესახებ ყველა მონაცემს შეიცავს
და მისი აღება მომხმარებელს მრავალჯერადად შეუძლია.
კოვიდ ბარათის აღებასთან ერთად ჩხოროწყუს საზოგადოებრივ ცენტრში კიდევ
200- მდე მომსახურების მიღება  ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით  არის
შესაძლებელი. ახალი ფილიალი მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს,
გამარტივებულ პროცედურებს და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობს.
საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაც
განთავსდა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც არის
დაცული.
ჩხოროწყუს საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული
თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. ახალ ფილიალში ადგილობრივი
მოსახლეობისთვის  ყველა ის სერვისია ხელმისაწვდომი,  რომელიც იუსტიციის
სახლებში გაიცემა.
დღესვე,  საზოგადოებრივ ცენტრში პრობაციის ბიუროს რაიონული ოფისიც
გაიხსნა. პრობაციონერთა  ახალი ბიურო სამეგრელოს რეგიონში დანაშაულის
პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული
სააგენტოს შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააფართოებს.

ჩხოროწყუს მსგავსად,  საზოგადოებრივი ცენტრები   სამეგრელოს რეგიონში
ჭალადიდში, ჯვარში, ორსანტიაში, რუხში, ჯგალში, ლესიჭინეში, აბაშასა და
ხობში ფუნქციონირებს.
სამეგრელოში ვიზიტის ფარგლებში, რატი ბრეგაძე  ზუგდიდის იუსტიციის
სახლსაც ესტუმრება. იუსტიციის მინისტრი თანამშრომლებს სამინისტროს 10-
წლიან სამოქმედო გეგმასა და უწყების პრიორიტეტულ მიმართულებებს
გააცნობს.

ზუგდიდშივე, იუსტიციის სახლში, რატი ბრეგაძე მუნიციპალიტეტის მერთან
ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს. დოკუმენტი, ზუგდიდის
მერიის შესაბამის სამსახურებში,  სკვერებსა და ბაღებში პრობაციონერთა
დასაქმებას ითვალისწინებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ზალკალიანი მთავრობათაშორისი კოალიციის – „დემოკრატიათა თანამეგობრობა“ მეათე მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა
Next post თენგიზ ცერცვაძე: ისე, რომ ჯერ ვაქცინაციით მოცვა არ გვაქვს, გარდაცვლილთა რიცხვი 80-დან 42, 43-მდე შევამცირეთ, რაც სახელმწიფოს უზარმაზარი ძალისხმევის შედეგია