იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა ლექცია „საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა სამართლებრივი გზებით“ თელავში ჩაატარეს

Read Time:1 Minute, 7 Second

იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა ლექცია „საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა სამართლებრივი გზებით“ თელავში ჩაატარეს

რა გამარჯვებებს მიაღწია იუსტიციის სამინისტრომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოებში ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად − ამ თემაზე ლექციათა ციკლი დღეს თელავში გაგრძელდა.

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი და მოადგილე ბექა ძამაშვილი აუდიტორიას სტრასბურგსა და ჰააგაში რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებზე ესაუბრნენ, რომლებიც აგვისტოს ომის საქმეზე საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებებით დასრულდა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა განმარტეს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსეთის ფედერაციის მხრიდან 2008 წელს საქართველოს ოკუპაციის ფაქტის დადასტურება, ცხინვალის რეგიონში ქართველების ეთნიკური წმენდის აღიარება; აგრეთვე, რუსეთის ბრალეულობის დადგენა ქართველი სამხედრო ტყვეების მკვლელობისა და წამებისთვის; სამხედროებისა და სამოქალაქო პირების არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის მძლავრი სამართლებრივი იარაღია ჩვენი ქვეყნის შემდგომი დეოკუპაციისათვის.

საუბარი შეეხო, აგრეთვე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას − ამოერიცხა ან დაუშვებლად ეცნო საქართველოს წინააღმდეგ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ წარდგენილი 3,300-ზე მეტი საჩივარი, რომლებიც რუსეთის კოორდინაციით შევიდა. მინისტრის მოადგილეების განმარტებით, ფაქტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ 2008 წლის ომის დროს ქართველი სამხედროები მოქმედებდნენ საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით.

ლექციაზე განიხილეს ჰააგის სასამართლოს მიერ დაკავების ორდერების გამოცემა ცხინვალის რეგიონის 3 „მაღალჩინოსნის“ მიმართ, რომლებსაც აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებასა და არასათანადო მოპყრობაში ედებათ ბრალი. სტრასბურგის  შემდეგ ამ გადაწყვეტილებით უკვე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაადასტურა რუსეთის ფედერაციისა და სეპარატისტული რეჟიმების კონკრეტული წარმომადგენლების პასუხისმგებლობა აგვისტოს ომის დროს ჩადენილ დანაშაულებში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში ირაკლი შიოშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვოლსკი „ნაცმოძრაობაზე“: აშშ-ის ელჩის გაგდებას ითხოვდნენ საქართველოდან და იმპერიალისტურ იდეებში ადანაშაულებდნენ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს
Next post მიხეილ სარჯველაძე: რუსეთი არის აგრესორი, რომელმაც დაიწყო ომი საქართველოში – 7 აგვისტოს უნდა აღინიშნოს თუ 8 აგვისტოს, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს