“ის გამარჯვებულია! ჩვენს ქვეყანას ლადო აფხაზავა ჰყავს და სწორედ მის გამო უდიდესი სიამაყის გრძნობა მაქვს” – ნახეთ რას ამბობს განათლების მინისტრი

Read Time:1 Minute, 44 Second

ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი ვართ ჩვენ ყვე­ლა­ნი, ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო“, – ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­მა „მას­წავ­ლებ­ლის გლო­ბა­ლუ­რი ჯილ­დოს“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის გა­მოვ­ლე­ნის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და. მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­მა, ლადო აფხა­ზა­ვას მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და წარ­მა­ტე­ბე­ბი უსურ­ვა.
“ჩვენს ქვე­ყა­ნას ჰყავს ლადო აფხა­ზა­ვა და სწო­რედ მის გამო უდი­დე­სი სი­ა­მა­ყის გრძნო­ბა მაქვს მე და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ თი­თო­ე­ულ ქარ­თველს. რა თქმა უნდა, ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი ვართ ჩვენ ყვე­ლა­ნი, ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო. დღეს ლადო მსოფ­ლი­ოს 179 ქვეყ­ნის 10 000 აპ­ლი­კან­ტი­დან შერ­ჩე­ულ 10 სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად იდგა სცე­ნა­ზე. აქ, გა­ნათ­ლე­ბის გლო­ბა­ლურ ფო­რუმ­ზე, სა­კუ­თა­რი უნი­კა­ლუ­რო­ბით, მსოფ­ლი­ოს მან კი­დევ ერთხელ გა­აც­ნო სა­ქარ­თვე­ლო! დიდი მად­ლო­ბა მას მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით, ვუ­ლო­ცავ კი­დევ ერთხელ ამ დიდ მიღ­წე­ვას, წინ კი­დევ ბევ­რი გა­მარ­ჯვე­ბაა.”, – გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­მა.

24 მარტს, დუ­ბა­ი­ში, გა­ნათ­ლე­ბი­სა და უნა­რე­ბის გლო­ბა­ლურ ფო­რუმ­ზე „Global Teacher 2019“-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პე­და­გო­გი გა­მოვ­ლინ­და. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და კე­ნი­ე­ლი პი­ტერ ტა­ბი­ჩი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა ბახრაძე ქართველ სუმოისტებს ,,ტოჩინოშინს”, ,,გაგამარუსა” და ,,კოკაის” შეხვდა
Next post ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ქმარმა დანით 6 ჭრილობა მიაყენა, უკიდურესად მძიმეა