ისტორია დაიწერა – ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს 2022/2023 წლის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

Read Time:45 Second

ართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს საუკეთესო მოთამაშეა, – ინფორმაცია იტალიის ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.

ქართველი მოთამაშე ლიგის ოფიციალურმა გვერდმა არც ერთ სხვა ნომინაციაში არ წარადგინა, რაც მინიშნება იყო, რომ „ნაპოლის“ ქართველ თავდამსხმელს სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებდნენ.

ხვიჩა კვარაცხელია პირველივე სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა და „ნაპოლის“ ჩემპიონობაში უდიდესი როლი ითამაშა. საქართველოს ნაკრების 22 წლის თავდამსხმელი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ტოპ-5 ლიგაში წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

საუკეთესო მწვრთნელი – ლუჩანო სპალეტი („ნაპოლი“).

საუკეთესო 23-წლამდელი მოთამაშე – ნიკოლო ფაჯიოლი („იუვენტუსი“).

საუკეთესო მეკარე – ივან პროვედელი („ლაციო“).

საუკეთესო მცველი – კიმ მინ-ჯე („ნაპოლი“).

საუკეთესო ნახევარმცველი – ნიკოლო ბარელა („ინტერი“).

საუკეთესო თავდამსხმელი – ვიქტორ ოსიმენი („ნაპოლი“).

საუკეთესო ფეხბურთელი – ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“).

შეგახსენებთ, რომ სერია A- ს ბოლო ტურის წინ ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ასისტენტების დავაში ლიდერობს – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 10 საგოლე გადაცემა შეასრულა და უახლოეს კონკურენტებს, რაფაელ ლეაოს („მილანი“), სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს („ლაციო“), ფილიპ კოსტიჩსა („იუვენტუსი“) და პიოტრ ზელენსკის („ნაპოლი“) 2 პასით უსწრებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ჩიქოვანი – რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით, საქართველოს ექნება გაცილებით უკეთესი პროგრესი, ვიდრე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს
Next post ისტორია დაიწერა – ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს 2022/2023 წლის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს