ისრაელში 3D-პრინტერზე ცოცხალი გული დაბეჭდეს

Read Time:32 Second

თელ-ავივის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 3D პრინტერზე ადამიანის ქსოვილებისგან მცირე ზომის ცოცხალი გული დაბეჭდეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სასწავლებლის პრესსამსახური იუწყება.

„პირველად მსოფლიოში, პროფესორ ტალ დვირის ლაბორატორიის მეცნიერებმა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა შეასრულეს: პაციენტისგან აღებული ქსოვილების გამოყენებით 3D-პრინტერზე მათ ცოცხალი გული დაბეჭდეს. ეს კვლევა გზას უხსნის მომავლის მედიცინას, როდესაც პაციენტებს აღარ დასჭირდებათ გადანერგვისთვის ორგანოების ლოდინი. პირდაპირ საავადმყოფოებში შესაძლებელი იქნება თითოეული პაციენტისთვის პერსონალიზებული საჭირო ორგანოების დაბეჭდვა“, – ნათქვამია განცხადებაში.

დაბეჭდილი და აუდიტორიისთვის წარმოდგენილი გული კენკრის ზომისაა. ის პაციენტის ცხიმოვანი ქსოვილებისგან შედგება, რომლებიც ჯერ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ღეროვან უჯრედებად გადააქციეს, შემდეგ კი შემაერთებელ ქსოვილს გაურიეს და 3D-პრინტერში მოათავსეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამერიკაში ბიჭმა გოგოს ტუჩზე უკბინა, რათა შემდეგი შეყვარებულისთვის „ნიშანი“ დაეტოვებინა
Next post „ჩემი ცოლის დაქალების” მსახიობის ქორწილის უცნობი ფოტოებ