ისრაელში წვიმის გამოძახება შეწყვიტეს

Read Time:57 Second

შემოდგომა-ზამთრის სეზონმა ისრაელს დიდი რაოდენობით ნალექი მოუტანა. ქვეყნის მთავარი წყალსაცავი ( ინერეთის ტა ) და მიწისქვეშა წყალსაცავი შრეები პრაქტიკულად სავსეა. ამის გამო, ისრაელის წყლის რესურსების სამმართველომ 28 იანვარს საჰარეო ტექნიკის დახმარებით წვიმის გამოწვევის შეწყვეტა გადაწყვიტა.

თუ, მრავალ ქვეყანაში, ავიაციას და სპეცტექნიკას სეტყვისა და ზედმეტი ნალექის თავიდან ასაცილებლად იყენებენ, ისრაელში პირიქითაა. აქ ტექნიკა წვიმის წამოსაყვანად გამოიყენება.

რამდენიმე წლის განმავლობაში წყალმომარაგების ეროვნული კომპანიის „მეკოროტის“ სპეციალური ავიაესკადრილია ( ათი მსუბუქი თვითმფრინავის შემადგენლობით ) წვიმის შესაქმნელად, გამოსაძახებლად, მუშაობდა. მფრინავები, რომლებიც „მძიმე ღუბლებში“ შედიან, სპეციალურ ხსნარს, იოდიზირებულ ვერცხლს ასხურებდნენ, რაც წყლის კრისტალიზაციას და წვიმის წამოსვლას იწვევს. ამ პროცესს „ღრუბელთა თესვას“ უწოდებენ. მნიშვნელოვანია, რომ აუცილებელია წვიმის ღრუბლებზე ზემოქმედება. წვიმის შექმნა არაფრისგან ჯერ ისრაელშიც კი შეუძლებელია.

სპეციალური რადიოლოკატორისა და GPS-ნავიგატორისსაგან შექმნილი ხელსაწყო იდეალურად არჩევს „თესვისათვის“ საჭირო ადგილს. თუმცა ზოგ შემთხვევაში მფრინავებს უწევთ ადგილზე ორიენტირებაც, რაც საკმაოდ სახიფათოა.

ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პროექტს სამეცნიერო სტატუსი მიენიჭა. მონაწილეობენ მეტეოროლოგები, სტატისტიკოსები, ჰიდროლოგები და სხვა სპეციალისტები. დადგინდა, რომ ასეთი სახის ოპერაცია 5 მილიონი კუბომეტრი წყლის მასით ზრდის კინერეთისა და სხვა წყალსაცავების მოცულობას.

მეცნიერთა აზრით მომავალი სამი წლის განმავლობაში წვიმის წამოყვანა არ იქნება აუცილებელი, რაც წელიწადში სამი მილიონი შეკელის ოდენობის თანხის ეკონომიას გამოიწვევს.

სერგი პოდრაჟანსი; იერუსალიმი.

ფოტო: წვიმის ესადრილიის თვითმფრინავი (კომპანია „მეკოროტის“ პრესსამსახურის ფოტო)

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მალხაზ თორია: სამეგრელო-ზემო სვანეთში 11 საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: მიზანმიმართულად მიმდინარეობს მასირებული პროპაგანდა, როგორმე გადაკვალიფიცირდეს „კარტოგრაფების საქმე“