ისრაელი და უკრაინა – თავისუფალი ვაჭრობის ზონა

Read Time:1 Minute, 29 Second

2021 წლის პირველ იანვარს ისრაელსა და უკრაინას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება ძალაში შევა.

„ეს კარგი სიახლეა ჩვენი ეკონომიკისათვის: ერთი თვისა და ერთი კვირის თავზე ამოქმედდება ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ჩვენ ქვეყანასა და უკრაინას შორის – თქვა 26 ნოემბერს ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. – ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა გავაღრმავოთ თანამშრომლობა სოფლის მეურნეობისა, და მაღალი ტექნოლოგიების სფეროში, აგრეთვე გავზარდოთ ინვესტიციები და ვაჭრობა. მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, რომელიც ისრაელის ყველა მოქალაქეს მოეწონება. მადლობა პრეზიდენტ ზელენსკის ერთობლივი შრომისათვის რომლის მიზანიც ჩვენი ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანა გახლდათ.

ხელშეკრულება ზელენსკიმ და ნეთანიაჰუმ ჯერ კიდევ 2019 წლის აგვისტოში დაამტკიცეს ისრაელის პრემიერის კიეში ვიზიტად ყოფნისას, როდესაც ორმა პოლიტიკოსმა დეტალურად განიხილეს ქვეყანებს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობანი. რამდენიმე ხანში ხელშეკრულებას რატიფიციერება გაუკეთა უკრაინის პარლამენტმა, უმაღლესმა რადამ. ისრაელის ქნესეთი (პარლამენტი) კი არ უკეთებდა რატიფიციერებას ხელშეკრულებას შიდაპოლიტიკური კრიზისისა და ზედიზედ რამდენიმე რიგგარეშე არჩევნებისდა გამო.

2019 წელს ისრაელსა და უკრაინას შორის ტვირთბრუნვამ 2013 წლის მონაცემებს მიაღწია და 1.1 მილიარდს გადააჭარბა. თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ ამ რიცხვის გაორმაგებს ელიან. ხელშეკრულების თანახმად ქვეყნებს შორის გაუქმდება იმპორტის გადასახადი ისრაელში წარმოებულ სამრეწველო საქონელის 70%, ხოლო უკრაინაში წარმოებული საქონლის 80%-ზე.

ახლა რიგში ანალოგიური ქვეყანათაშორისი ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის ზონის მომსახურეობაზე გაფართოების შესახებ დგას. ამ ხელშეკრულების ხელმოწერა ორი წლის განმავლობაში იგეგმება.

„თავისუფალი ვაჭრობის ზონის მომსახურეობაზე გაფართოება დამატებით სტიმულირებას გაუწევს ორმხრივ ვაჭრობას. მაგალითად, უკრაინული IT კომპანიები და პროგრამისტები უკვე ორ წელიწადში იგრძნობენ საკუთარი შრომის პირობების გაუმჯობესებას ისრაელის ბაზარზე. – თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ იგორ ჟოვკვამ ხელშეკრულების კომენტირებისას“.

ისრაელი მეორე ქვეყანაა კანადის შემდეგ, რომელთანაც უკრაინამ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, მას შემდეგ რაც ამ ქვეყანამ გააფორმა ევროკავშირთან ასოცირერების ხელშეკრულება. აღსანიშნავია, რომ ისევე როგორც კანადას, ასევე ისრაელს აქვს ხელმოწერილი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროკავშირთან და ა.გ. ვაჭრობის ლიბერალიზაცია ხელს შეუწყობს ჩვენს ექსპორტს ევროკავშირში.“ – თვლის ჟოვკვა.

სერგი პოდრაჟანსკი, იერუსალიმი

ფოტოზე: ნეთანიაჰუ და ზელენსკი ისრაელის პრემიერმინისტრის ვიზიტად ყოფნის დროს კიევში 2019. (უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ფოტო)

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველო „ისლამური სახელმწიფოს“, „ალ ქაიდასა“ და მათთან დაკავშირებული პირებისა და ჯგუფების წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა
Next post თამარ გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ვაქცინაციის პროცესს დაიწყებს