ისრაელის იუსტიციის სამინისტროსთან სახელმწიფო სერვისების დიგიტალიზაციის შესახებ თანამშრომლობის დოკუმენტი გაფორმდა

Read Time:51 Second

ისრაელისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროებს შორის სახელმწიფო სერვისების დიგიტალიზაციის შესახებ ერთობლივი დეკლარაცია გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს რატი ბრეგაძემ და ისრაელის ვიცე-პრემიერმა და იუსტიციის მინისტრმა გიდეონ საარმა.

დეკლარაცია წარმოადგენს მხარეებს შორის 2021 წლის ოქტომბერში გაფორმებული მემორანდუმის გაგრძელებას და ითვალისწინებს ისეთ საკითხებში თანამშრომლობას, როგორიცაა: საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობა, ბიზნესისა და მიწის რეგისტრაცია, სანოტარო სერვისები, ელექტრონული აპოსტილი და სხვა.

დოკუმენტის ხელმოწერამდე მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა. როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, საჯარო სერვისების დიგიტალიზაციის შესახებ დეკლარაციის ხელმოწერა, დაგეგმილი სემინარები და ერთობლივი ღონისძიებები გასული წლის ოქტომბერში ხელმოწერილი მემორანდუმის სწრაფი და ეფექტიანი შესრულების ნათელი მაგალითია.

რატი ბრეგაძემ კოლეგას სერვისების მიწოდების სფეროში ბოლო დროს განხორციელებული სიახლეების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. აღინიშნა, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის უკვე ფუნქციონირებს 8 მობილური იუსტიციის სახლი და წლის ბოლომდე მისი რიცხვი ოცამდე გაიზრდება.  მინისტრის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა მობილურ აპლიკაცია „JustApp“-ზე, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ყველა სერვისი ონლაინ მიიღოს.  შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ისრაელელ მეცნიერებს ჟურნალ „იუსტიციაში“ სტატიების გამოქვეყნებაც შესთავაზა.

შეხვედრას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, მოადგილეები ბექა ძამაშვილი, ბუბა ლომუაშვილი, თორნიკე ჭეიშვილი და ერეკლე ღვინიანიძე, ასევე, საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი ესწრებოდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი შეიარაღებული პირი ვერტმფრენს, ანკესს და რუსეთის დროშას ითხოვს
Next post საქართველოს დელეგაცია ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო