ირაკლი ხელაძემ წინასაარჩევნო კამპანია სააკაძის ქუჩის მოსახლეობასთან შეხვედრით დაასრულა

Read Time:28 Second

მმართველი გუნდის ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ხელაძემ წინასაარჩევნო კამპანია სააკაძის ქუჩის მოსახლეობასთან შეხვედრით დაასრულა. როგორც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, მოქალაქეებს, ძირითადად, იმ მისამართებზე შეხვდა, სადაც ჯერ კიდევ მოსაგვარებელია სხვადასხვა პრობლემური საკითხი. ირაკლი ხელაძე დარწმუნებულია ნაძალადევის რაიონის ამომრჩევლების მხარდაჭერაში.

„დასკვნითი შეხვედრა გავმართეთ იმ ქუჩაზე, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე. ძალიან პოზიტიური საარჩევნო კამპანია გვქონდა. რაც მთავარია მოსახლეობა კეთილგანწყობას გამოხატავს ჩვენი მისამართით და დარწმუნებული ვარ, რომ 2 ოქტომბერს კახა კალაძეც, ირაკლი ხელაძეც და ქართული ოცნებაც დამაჯერებლად გაიმარჯვებს “, – განაცხადა კანდიდატმა.

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლეობასთან 70-ზე მეტი შეხვედრა გამართა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post განათლების სამინისტრო: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, მასწავლებელთა სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ კანონპროექტი მზადდება, სიმართლეს არ შეესაბამება
Next post ზურაბ აბაშიძე: „დარწმუნებული ვარ, არჩევნებში კახა კალაძის გუნდი უპირობოდ გაიმარჯვებს და გავაგრძელებთ თბილისის უბნებში მეტი სიცოცხლის შეტანას