აპრილი 18, 2024
0 0
Read Time:40 Second

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. დღეს ირაკლი ჩიქოვანი დარჩელისა და ორულუს ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდა.

,,დღეს დარჩელისა და ორულუს ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შევხვდით. დარჩელი ერთ-ერთი დიდი სოფელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, რომელიც მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით გამოირჩევა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამ სოფელში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა – მოწესრიგდა გზები, გარე განათება, მოეწყო სპორტული მოედნები, მოსაცდელები, წყალმომარაგების სისტემები, სოფელში განხორციელდა სოფლის სრული რეაბილიტაცია.

სოფლის ცენტრში ძალიან ლამაზი დასასვენებელი პარკია, სადაც პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მემორიალია განთავსებული და ეს ადგილი ყველა თაობის დარჩელელისთვის  სასიამოვნო სივრცეს წარმოადგენს. სწორედ ამ პარკში გავმართეთ დღეს ადგილობრივებთან შეხვედრა”-აღნიშნა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

დღესვე ირაკლი ჩიქოვანი ორულუში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო და სოფელში არსებული საჭიროებები მოისმინა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შედეგად ფერმერებს წელს თხილის უხვი მოსავალი აქვთ, რაც სახელმწიფოს სწორი მუშაობის შედეგია.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები