მარტი 29, 2024
0 0
Read Time:47 Second

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა, დღეს შეხვედრა სმენადაქვეითებულთა და უსინათლო პირთა კლუბის წევრებთან  გამართა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მათ ზუგდიდის კიდევ უფრო განვითარების ხედვა გააცნო. კომუნიკაციის დამყარებაში ირაკლი ჩიქოვანს ჟესტური ენის სპეციალისტი დაეხმარა. ეს კავშირი 100-ზე მეტ ბენეფიციარს აერთიანებს.

,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერა  ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ მათი უფლებების  დაცვის გაძლიერებას  ემსახურება  ახალი შშმ უფლებების კანონი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით შემუშავდა.  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიახლე სახელმწიფოს მიერ ქართული ჟესტური ენის აღიარებაა, რომელიც სახელმწიფო დონეზე მოხდა პირველად ქვეყნის ისტორიაში.“

ირაკლი ჩიქოვანის თქმით,   მნიშვნელოვანი იყო ის მხარდაჭერა, რომელიც მთავრობამ, კორონავირუსის პანდემიის დროს,  ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გაუწია ამ ადამიანებს.

 ,,აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის  სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები, რომლებსაც სახელმწიფო  ახორციელებს შშმ პირებისთვის. შშმ პირები აქტიურად არიან ჩართული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე.

მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა შშმ  პირების  მიმართ. ამის დასტური  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ დონეზე მომუშავე საბჭოა, რომელიც არსებული პრობლემების მოგვარებაზე მუშაობს”-აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები