ირაკლი ჩიქოვანი ჭკადუაშის მოსახლეობას შეხვდა

Read Time:46 Second

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო და მათგან სოფელში არსებული საჭიროებები მოისმინა.

,, დღეს ისტორიული სოფლის, ჭკადუაშის მოსახლეობას შევხვდი. ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, მოვისმინეთ სოფლებში არსებული საჭიროებები. როგორც გამოიკვეთა, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის ახალმა პროგრამებმა მოსახლეობას მეტი შესაძლებლობა მისცა.

ამ სოფელში უმთავრესი პრობლემა ცენტრალური საავტომობილო გზა იყო. სოფლის ცენტრამდე მისასვლელი მონაკვეთი უკვე დასრულებულია. სამანიოს, სანაჭყებიოს და ჯინჯოლავების უბანში კი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე  პროექტი უკვე არსებობს და ექსპერტიზის სტადიაზეა“.

სოფლის ცენტრში გამართული შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ჩიქოვანი ჭკადუაშში დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა:

,,ამ ადამიანებმა ბევრი რამ გადაიტანეს, ცხოვრება შიშველი ხელებით ხელახლა დაიწყეს. ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები 1000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა. თუმცა ეს საკმარისი არ არის. პროცესი გრძელდება, ჩვენ გვაქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც ჩემი მაჟორიტარობის პერიოდში არცერთი დევნილი ოჯახი საკუთარი ჭერის გარეშე არ დარჩება“ – აღნიშნა დევნილებთან შეხვედრაზე  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

ვიდეოს ლინკი: https://wetransfer.com/downloads/8a0c140a1ec798dff988bc7dbc7f5bc320200902181923/08dd8d?fbclid=IwAR10vEMJbTeNIaUg8QONwmDi0v88wcP3UKm50KEieVPouk-Q-LaudbJs2RA

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია: შეუძლებელია ქვეყნის გამარჯვებასა და წარმატებაზე ვისაუბროთ, სანამ ერთი ადამიანი მაინც იქნება თავის სამშობლოში დევნილი
Next post გოჩა ენუქიძე  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სამხატვრო და სამუსიკო სკოლების წარმომადგენლებს შეხვდა