ირაკლი ჩიქოვანი – ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო მეტი სიკეთე მოვუტანოთ ადგილობრივებს და უფრო კომფორტული გავხადოთ ჩვენი მუნიციპალიტეტი

Read Time:42 Second

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მჟორიტარი დეპუტატობის კანდიდიატი ირაკლი ჩიქოვანი სოფელ ტყაიაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო.
,,ძალიან ემოციური შეხვედრა გვქონდა სოფელ ტყაიაში, ეს სოფელი არის ძირძველი ზუგდიდური სოფელი, სადაც ჩემი ოჯახის ძირია. შეხვედრაზე ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოხატა სითბო, მხარდაჭერა და, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მომავალშიც, რომ ყველა ის საჭიროება და ყველა ის გეგმა, რომელიც გვაქვს და რომელზეც ერთობლივად შევთანხმდით, შესრულდეს შემდეგი წლების განმავლობაში.
კამპანიის ფარგლებში, შეხვედრებმა ძალიან პოზიტიურ გარემოში ჩაიარა, ჩვენ თითო ადმინისტრაციულ ერთეულში რამდენიმე შეხვედრა გვქონდა და ყველა მათგანი ძალიან საქმიანი და ინფორმაციული იყო. განწყობა ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურია, ზუგდიდი ნამდვილად დგას განვითარების გზაზე და ამას სჭირდება მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვპირდებით. ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო მეტი სიკეთე მოვუტანოთ ადგილობრივებს და კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ ჩვენი მუნიციპალიტეტი“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
შეხვედრას საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი შენგელია და ზუგდიდის მოქმედი მაჟორიტარები  ედიშერ თოლორაია და

მერაბ ქვარაია ესწრებოდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვასილ მაღლაფერიძე: საბჭოთა კავშირის დროსაც ყველამ იცოდა, რომ საზღვარი ქედს ქვემოთ გადიოდა
Next post რატი იონათამიშვილი – ჩვენი მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებმა გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი და ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა პარტიამ, ვიზრუნოთ იმისთვის, რომ მათ ადაპტირებულ ფორმატში ჰქონდეთ ამის საშუალება