ირაკლი ჩიქოვანი: ჩემი ამოცანა იქნება ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც მეტ განვითარებას უზრუნველყოფს

Read Time:35 Second

,,ჩემი ამოცანა იქნება ზუგდიდში ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ჩვენი მუნიციპალიტეტის მეტ განვითარებას უზრუნველყოფს“-განაცხადა ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა, მაცხოვრისკარში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე.

,,ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩა როგორი ავარიული იყო, ყველას კარგად გვახსოვს. წელს ეს პრობლემა მოვაგვარეთ და ერთ-ერთ საუკეთესო კეთილმოწყობილ ქუჩად ვაქციეთ. ამავე ქუჩაზეა რეფერალური საავადმყოფო და რამდენიმე კლინიკა. ავარიული გზა, პირველ რიგში, სწორედ სასწრაფო დახმარების მანქანებს უქმნიდა გადაადგილების პრობლემას. ზუგდიდში იმ მასშტაბის ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება, როგორიც ბოლო ორი წელია მიმდინარეობს, ჩვენს ქალაქს არ ახსოვს.

 ასევე, მაცხოვრისკარის უბანში მდებარეობს საჭადრაკო სკოლა, რომლის რეაბილიტაციაც დავასრულეთ. სკოლა ჩვენი საამაყო ზუგდიდელი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის სახელს ატარებს. ზუგდიდს უდიდესი საჭადრაკო ტრადიცია აქვს და, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ბევრი ღირსეული ახალგაზრდა აღიზრდება ამ სკოლაში “-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post უახლოეს დღეებში „ქართული ოცნება“ პარტიული სიის პირველ 15-20 ნომერს დაასახელებს
Next post ცაგერის მუნიციპალიტეტში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ‘’ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს’’ მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ამბროლაურისა და ონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე ადგილზე გაეცნო