ირაკლი ჩიქოვანი – ყველას კარგად გვესმის და ვიცით, რა ხდებოდა 2012 წელს ზუგდიდში და ვხედავთ იმასაც, თუ რა ხდება 2020 წელს
,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოს აფასებს და აცხადებს, რომ ყველას აქვს საშუალება თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩაატაროს საარჩევნო კამპანია. ჩიქოვანი 2012 წელს არსებულ ვითარებას იხსენებს და აცხადებს, რომ მაშინ საარჩევნო კამპანიის წარმოება ძალადობის ფონზე მიმდინარეობა. კანდიდატის თქმით, არსებული თავისუფალი გარემო ,,ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარია.
,,ყველას კარგად გვესმის და ვიცით, რა ხდებოდა 2012 წელს ზუგდიდში და ვხედავთ იმასაც, თუ რა ხდება ზუგდიდში 2020 წელს, აბსოლუტურად განსხვავებული საარჩევნო გარემო, გარემო, სადაც შეგვიძლია თავისუფლად კამპანია ვაწარმოოთ და არა ის, თქვენ კარგად გახსოვთ, როდესაც ქვებს გვიშენდნენ. ეს არის უმთავრესი და უდიდესი მონაპოვარი, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ამაზე შევჩერდეთ, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ აქ არსებული პრობლემები გადავწყვიტოთ და უმთავრესი პრობლემა, რაც ჩვენს რეალობაშია არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო განვითარებული, უფრო უკეთესი ზუგდიდი.
დღესდღეისობით ზუგდიდში მიმდინარეობს განვითარების პროცესი, მე ამას განახლების პროცესს ვეძახი. მართლაც, უპრეცედენტოა ის მასშტაბი, რომელი მასშტაბიც ჩვენ გვაქვს. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით და ადგილობრივი საჭიროებებისთვის დაიხარჯა 200 მილიონზე მეტი, რა თქმა უნდა ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მონაპოვარი, ეს არის ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ ცენტრალური ხელისუფლებისგან და რომელიც ჩვენთვის არის აუცილებელი და მართლაც ამ ყველაფერში ძალიან დიდი როლი უჭირავს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ადგილობრივ გუნდს გეგას, მალხაზს და ყველას თითოეულ თქვენთაგანს საკრებულოს წარმომადგენლებს. მიღწევები მართლაც არის უზარმაზარი. ჩემს ვალდებულებად, რა თქმა უნდა, ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან ერთად მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს დინამიკა, უნდა გავაგრძელოთ ეს ინერცია და უნდა შევძლოთ, რომ ზუგდიდი ვაქციოთ ერთ-ერთ კომფორტულ ქალაქად, ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ მუნიციპალიტეტად. ეს ნამდვილად შესაძლებელია და ეს შესაძლებლობა ზუგდიდს ნამდვილად გააჩნია“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
„ფრთხილად იყავით…“ – ასტროლოგი 3 გეომაგნიტურ დღეს ასახელებს
მიმდინარე კვირა სასიკეთოა, თუმცა, ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 3 გეომაგნიტურ დღეს ასახელებს. „ორშაბათი, სამშაბათი და შაბათი - სამი გეომეგნიტური დღე გვაქვს....
მიუღებელია, ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით – რატი ბრეგაძე
ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ შთაბეჭდილებას არგუმენტით ვერ ამყარებდე, კატეგორიულად მიუღებელია,...
სოზარ სუბარი: ვერც კელი დეგნანი, ვერც მეთიუ მილერი და ვერც მოქმედი ელჩი ვერ მოგვევლინებიან ცეკას მეორე მდივნებად, რომლებიც წყვეტდნენ ქვეყნის პოლიტიკას
„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ტოლობის ნიშანს სვამს ქვეყნის სუვერენიტეტსა და უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონის მნიშვნელობას შორის. როგორც მან...
დიმიტრი ხუნდაძე: სწორედ დეგნანი იყო ცრუ კამპანიის სათავეში, როდესაც “გამჭვირვალობის შესახებ” კანონი შემოვიტანეთ და მას სრულიად უარგუმენტოდ, “რუსული კანონი” დაარქვა
„სწორედ კელი დეგნანი იყო ცრუ კამპანიის სათავეში, როდესაც ერთი წლის წინ, „გამჭვირვალობის შესახებ“ ქართული კანონი შემოვიტანეთ და მას სრულიად უარგუმენტოდ,...
მაკა ბოჭორიშვილი: რატომ არის სრულიად სამაყრო საქართველოს კანონის წინააღმდეგ მიმართული, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს – გამჭვირვალობას, არის ეჭვი, რომ მათ არ აქვთ სათანადო ინფორმაცია, ან ეს არის გარკვეული ინტერესი
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაუგებარია, თუ სხვა...
გიორგი გახარია: „ოცნებას” ვურჩევ, ცოტა ენას კბილი დააჭირონ
„ოცნებას" ვურჩევ, ცოტა ენას კბილი დააჭირონ, რადგან შემიძლია დავაბულინგო უბრალოდ, მაგრამ ჯერ თავს ვიკავებ, აბსოლუტურად ზომიერი ადამიანი ვარ და ვიცი,...