ირაკლი ჩიქოვანი: ოპოზიციის რეალური თანამონაწილეობა რეკომენდაციების შესრულებაში არის ნულის ტოლი

Read Time:45 Second

ჩვენი შეფასებით, ჩვენ გაცილებით მეტი გვაქვს შესრულებული, ვიდრე ის რეკომენდაციები, რომლებიც კომისიამ თავის დროზე ჩვენს პარტნიორებს წარუდგინა, მიუხედავად იმისა, რომ მათ კანდიდატის სტატუსი უკვე მიანიჭა, – ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა 12 რეკომენდაციის შესრულებაში ოპოზიციის როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი რიტორიკა შეიცვალა.

„ყველა კარგად ხედავს, რომ საქართველომ აქაც უდიდეს პროგრესს მიაღწია და აქაც უკეთესი შედეგი აქვს, სხვა სახელმწიფოებთან შედარებით. ამიტომ, ოპოზიციის წარმომადგენლებს უკვე არ უნდათ ამ პროცესს მოაკლდნენ. მინდა განვმარტო, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს სამუშაო პროცესში რეალურად მონაწილეობა არ მიუღიათ. ფიქსირდება მხოლოდ და მხოლოდ ცალკეული ოპოზიციური სუბიექტების ხმები, როდესაც ჩვენ ამ კანონებს ვიღებდით. ისიც, მხოლოდ იმიტომ, რომ დაფიქსირებულიყვნენ. რეალური მათი თანამონაწილეობა ამ რეკომენდაციების შესრულებაში არის ნულის ტოლი“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მან ვენეციის კომისიიდან მიღებულ რეკომენდაციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომისიამ დასკვნა საქართველოს და მოლდოვის კანონპროექტზე დადო, თუმცა ამ დრომდე არ არის დასკვნა უკრაინაში უკვე მოქმედ კანონზე დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც ევროპის უმაღლესმა პირებმა თავის დროზე შეაქეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „პირველად მესმის“ – „არტანუჯის“ დამფუძნებელი, ბუბა კუდავა აცხადებს, რომ მარიკა ბაკურაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია არ აქვს
Next post გოდერძი შარაშია: მარიკა ბაკურაძის ჟურნალისტური საქმიანობის 80%, 100 თუ არა, წიგნიერებას ეხება და მას რომ განათლებისა და წიგნიერების სფეროში ყოფნაზე უარს ეუბნები, ეს წარმოუდგენელი ამბავია