ირაკლი ჩიქოვანი: მე მგონი, ოპოზიციამაც კარგად დაინახა, რომ „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებს ვერ შეაჩერებს მათი დესტრუქცია. ჩვენ გვაქვს არსებითი პროგრესი და საქმეს ბოლომდე მივიყვანთ

Read Time:41 Second

მე მგონი, ოპოზიციამაც კარგად დაინახა, რომ „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებს ვერ შეაჩერებს მათი დესტრუქცია. ჩვენ გვაქვს არსებითი პროგრესი და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ 12 რეკომენდაციაზე საუბრისას განაცხადა.

„საზოგადოებას კარგად ესმის, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება არ არის მხოლოდ 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით. პოლარიზაცია არის ერთადერთი არსებითი საშუალება ოპოზიციისთვის, დაუპირისპიროს რაიმე ხელისუფლებას. არ ვამბობ, რომ ხელისუფლებს არ აქვს ისეთი რამ, რაზეც კიდევ უფრო მეტად უნდა იმუშაოს, გამოასწოროს. მაგრამ იმდენად უშინაარსოა მთლიანად ოპოზიციური დღის წესრიგი, რომ მათთვის პოლარიზაცია არსებობის ერთადერთი საშუალებაა. ევროპელობაზე საუბრობენ ადამიანები, რომლებიც წლის განმავლობაში თავიანთი პოლიტიკური ქმედებებით ეწეოდნენ არა „ქართული ოცნების“ საბოტაჟს, არამედ საკუთარი სახელმწიფოს და კონსტიტუციური ინსტიტუტების საბოტაჟს“, – ამბობს ჩიქოვანი.

მისივე თქმით, ბევრ კითხვას აჩენს ის, რომ ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტი პირდაპირ საუბრობს იმაზე, რომ კანდიდატის სტატუსის თემით მანიპულირებს, შემდეგ კი თავისუფლად დადიან ევროპული სტრუქტურების დერეფნებში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი კალანდია მარიკა ბაკურაძის სამსახურიდან გათავისუფლებაზე: უბრალოდ ყველამ გაითვალისწინეთ რას იზამს ეს ხალხი ხელისუფლებაში რომ მოვიდეს
Next post ზაზა შათირიშვილი: მინდა დავუსვა შეკითხვა ლიბერალებს, ხომ არ დაფიქრდებოდით, რომ სინამდვილეში თავისუფლებისა და თანასწორობისათვის კი არ იბრძვით, არამედ ყველაზე დიდ გაუგებრობაში ხართ მოქცეული?