ირაკლი ჩიქოვანი – ზუგდიდი გახდება კიდევ უფრო მიმზიდველი ქალაქი, როგორც ზუგდიდელებისთვის, ისე ტურისტებისთვის, ჩვენ შევქმნით ამისათვის მეტ ეკონომიკურ შესაძლებლობას

Read Time:30 Second

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს. კანდიდატი დღეს მაცხოვრისკარის ადმინისტრაციულ ერთეულში თათარაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.

,,შეხვედრებზე ძალიან კარგი განწყობაა, ვუახლოვდებით საარჩევნო მარათონის ბოლოს და ყველასთვის ცხადია, რომ ჩვენ გვაქვს ამომრჩევლის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა.

ამომრჩეველმა იცის, რომ სხვადასხვა გამოწვევისთვის შემუშავებული გვაქვს კონკრეტული გეგმები, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ მას შემდეგ, რაც პოზიტიურ შედეგს დავდებთ ზუგდიდში და, რა თქმა უნდა, ყველანი ერთად დავიწყებთ მუშაობას უკეთესი, კიდევ უფრო კომფორტული ზუგდიდისთვის.

ზუგდიდი გახდება, კიდევ უფრო  მიმზიდველი ქალაქი, როგორც ზუგდიდელებისთვის, ისე ტურისტებისთვის, ჩვენ შევქმნით ამისათვის მეტ ეკონომიკურ შესაძლებლობას და ყველა წინაპირობას, რომ ზუგდიდი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქალაქი იყოს საქართველოში“ – განაცხდა ირაკლი ჩიქოვანმა

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post   დოკუმენტების და რუკების ნუსხა, რომელიც დავით ხიდაშელმა საქართველოს გადმოსცა
Next post გოჩა ენუქიძე დღეს მესტიის მუნიციპალიტეტში, ნაკრას ხეობის სოფლების მოსახლეობას შეხვდა