მარტი 29, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 11 Second

ნებისმიერი ადამიანი, ვინც თავისი მოქმედებით ან უმოქმედობით ხელს უშლის ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ეს არის დესტრუქცია და ღალატი საკუთარი ქვეყნის მიმართ, ამით ხელისუფლებას კი არ აღიზიანებენ, სახელმწიფოს აზიანებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, ყველამ კარგად დაინახა, რომ ხელისუფლება რეკომენდაციებს კარგად ასრულებს, შედეგიც შესაბამისი იქნება და არ უნდათ, ამ პროცესს გამოაკლდნენ.

„დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამტკიცებენ, თითქოს მხარს უჭერენ ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, თუმცა ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ და მაქსიმუმს აკეთებენ იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ეს შედეგი ვერ მიიღოს. ეს არის ობიექტური რეალობა და კარგია, რომ ამაზე საუბარი ოპოზიციის წარმომადგენლებმაც დაიწყეს. ბოლო დღეებში რიტორიკა შეცვალეს, რომ მათ სჭირდებათ თანამონაწილეობა. ყველამ კარგად დაინახა, რომ ხელისუფლება რეკომენდაციებს კარგად ასრულებს და შედეგიც შესაბამისი იქნება და არ უნდათ, ამ პროცესს გამოაკლდნენ. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის გამაოგნებელია და გაუგონარია, როცა სახელმწიფო ასეთი დიდი მიზნისთვის იბრძვის, შეიძლება ქვეყანაში არსებობდნენ პოლიტიკოსები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამას მხოლოდ იმიტომ, რომ დაიკმაყოფილონ საკუთარი პოლიტიკური ინტერესი. თუ თვალს გადაავლებთ იმ პოლიტიკოსების განცხადებებს, რომლებიც ახლახან და უფრო ადრეც იმყოფებოდნენ ევროკავშირის ინსტიტუტებში, ნახავთ, რომ ისინი პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ მათ სჭირდებათ, ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი, შემდეგ ეს გამოიყენონ საზოგადოებაში და საზოგადოება დაუპირისპირონ ხელისუფლებას. ეს არის მათი კონკრეტული ინტერესი და ამით მოქმედებენ. არა მხოლოდ „ტროიკა“, რომელიც ცდილობს, რაღაც დესტრუქცია შეიტანოს და მათაც შეაქვთ თავიანთი წვლილი, მაგრამ თავისი წვლილი სალომე სამადაშვილსაც შეაქვს და არიან სხვა სუბიექტებიც. კარგია, რომ ამ შემთხვევაში საუბრობს მამუკა ხაზარაძე, მაგრამ, პირველ რიგში, თავისი პარტიიდან დაიწყოს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები