მარტი 29, 2024
0 0
Read Time:59 Second

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ სტრასბურგში ვიზიტი დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ასამბლეის საზაფხულო სესიას, რომელიც ჰიბრიდულ ფორმატში, 21-24 ივნისს გაიმართა, დელეგაციის ახალი ხელმძღვანელი, ირაკლი ჩიქოვანი და თამარ ტალიაშვილი ესწრებოდნენ, სხდომების მუშაობაში დისტანციურად მიიღეს მონაწილეობა დეპუტატებმა – გივი მიქანაძემ და მარიამ ლაშხმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ასამბლეის სხდომებზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების, გლობალური პანდემიის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების, სტამბოლის კონვენციის, ასევე, მსოფლიოში მიმდინარე სხვადასხვა აქტუალურ მოვლენებზე ისაუბრეს და დისკუსიებში მიიღეს მონაწილეობა. ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა მოხსენება საქართველოს შესახებ.

„რამდენიმე კვირის წინ შედგა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი. აღნიშნული ვიზიტის შემაჯამებელი განცხადებები გაკეთდა მონიტორინგის კომიტეტზე, სადაც შეფასებული იქნა პროგრესი კონკრეტული მიმართულებებით, მათ შორის, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით და დასახული იქნა ის მოლოდინები, რომლებიც არსებობს საქართველოსთან მიმართებაში“,- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

საზაფხულო სესიის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტთან და გენერალურ მდივანთან, ესტონეთის, პოლონეთის, უკრაინის, იტალიის, „ბალტიკ პლუსის“ დელეგაციების ხელმძღვანელებსა და წევრებთან, ასევე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში წარმოდგენილი სოციალისტების ჯგუფის პრეზიდენტთან. ირაკლი ჩიქოვანმა და თამარ ტალიაშვილმა კოლეგებს დელეგაციის სამუშაო გეგმები გააცნეს და კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს სტამბოლის კონვეციის 10 წლისთავის აღსანიშნავად გამართულ კონფერენციაშიც.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები