ირაკლი ჩიქოვანი – დადიანების სასახლეთა კომპლექსს მივანიჭებთ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს

Read Time:58 Second

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება დადიანების სასახლეთა კომპლექსს მიენიჭოს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ჩიქოვანი მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს და ფონდ ,,ქართუს“ ნიკოსეული სასახლის რეაბილიტაციისთვის. ეს განცხადება ირაკლი ჩიქოვანმა მისი წარდგენის დროს დადიანების სასახლეთა ეზოში გააკეთა.

,,ჩვენ არა მხოლოდ განვითარებაზე ვფიქრობთ, ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობაზე, ჩვენს კულტურულ სიძლიერეზე, როდესაც ვლაპარაკობთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი.
ზუსტად აქ, ამ ქალაქში და ამ ადგილას არის  ერთ-ერთი ის ევროპული ფესვი, საიდანაც აღმოცენდება ევროპული მომავალი, ზუსტად აქ, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ  ისეთი ტიპის მუნიციპალიტეტი, სადაც ჩვენი სტუმრები, ევროპელები შეძლებენ დაინახონ ჩვენთან კავშირი და ურთიერთობა. ჩვენ გვაქვს უდიდესი სიმდიდრე და ეს სიმდიდრე არის ის სასახლეთა კომპლექსი, რომელიც არის აქ, ეს კომპლექსი ახლაც უნიკალურია ამიერკავკასიაში. ამ სასახლეს რეაბილიტაცია ჩაუტარა ფონდმა ,,ქართუმ,“ ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ფონდ ,,ქართუს“ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს,  თუმცა  ჩვენ გამოწვევად გვრჩება ბატონო პრემიერო, ბატონო კახი, ბატონო არჩილ, რეაბილიტაცია, რომელიც უნდა ჩაუტაროთ ეკატერინესეულ სასახლეს თქვენი თანხმობით, თქვენი თანამონაწილეობით. ჩვენ ამასაც გავაკეთებთ და შევძლეთ ჩვენი ნანატრი ოცნების ასრულებას და ამ სასახლეთა კომპლექსს მივანიჭებთ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს. ეს განაცხადი ჩვენ  უნდა გავაკეთოთ და ეს სავსებით შესაძლებელია“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა სიტყვით გამოსვლის დროს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე და ავტორიტარული რეჟიმის ქმედებები განსაკუთრებით სასტიკი იყო სამეგრელოში
Next post მედია: რუსეთში დათვმა მოკლა ცირკის თანამშრომელი, რომელიც პირბადის გამო ვერ იცნო