ირაკლი ჩიქოვანი: გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებეთან შედარებით 81%-ით მეტი თხილია ექსპორტირებული

Read Time:33 Second
,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა, დღეს მოსახლეობასთან შეხვედრები კორცხელისა და ბაშის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამართა და ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო.
,,ულამაზეს სოფელ კორცხელში ადგილობრივებს  სამომავლო გეგმები გავაცანი. მოსახლეობა თხილის სექტორში მიღწეულ შედეგებზე გვესაუბრა. წელს კორცხელში, ისევე, როგორც მთელ სამეგრელოში, კარგი მოსავალია, რაც მთავრობის, თხილის მწარმოებელთა ასოციაციის და ფერმერების ერთობლივი მუშაობის შედეგია.
ამ დროისთვის, საქართველოდან 1797 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 81%-ით აღემატება. თხილი ჩვენი მოსახლეობისთვის უმთავრესი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. წელს ექსპორტიდან მიღებული საპროგნოზო შემოსავალი, დაახლოებით, 100 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
დღესვე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შეხვედრები სოფელ ბაშში გამართა. როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, სოფელში საავტომობილო გზის პროექტი განხორციელდა და საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გოჩა ენუქიძე შაორის საზაფხულო ბანაკის  საზეიმო დახურვის ცერემონიალს დაესწრო
Next post ირაკლი ჩიქოვანი ეგრისის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა