ირაკლი ჩიქოვანი: ბიძინა ივანიშვილმა უდიდესი როლი ითამაშა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში

Read Time:39 Second

ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გავრცელებულ წერილს ,,ქართული ოცნების“ წევრი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ჩიქოვანი აფასებს.

მისი განმარტებით, ბიძინა ივანიშვილმა უდიდესი როლი ითამაშა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში. ირაკლი ჩიქოვანი ყურადღებას გატარებულ რეფორმებზე და ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსზე ამახვილებს.

„ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში მოვიდა მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირდა და სჭირდებოდა ახალი ძალა, რომელიც მაშინ არსებულ ძალადობრივ რეჟიმს შეცვლიდა, მთავარ პრიორიტეტად მოქალაქეს დააყენებდა და საზოგადოების კონსოლიდაციას მოახდენდა.

ბიძინა ივანიშვილმა უდიდესი როლი ითამაშა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში. მან საფუძველი ჩაუყარა ისეთ რეფორმებს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს და ევრო-ატლანტიკური მიზნების განხორციელებას.

თვალსაჩინოა ბიძინა ივანიშვილის მიერ გაწეული ქველმოქმედება, რომელიც ათეული წლებია – საქართველოს, ქართულ იდენტობას კულტურას, მეცნიერებას, სპორტს ეხმარება და უამრავი სახელმწიფოებრივი პროექტის ავტორია.

ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს წინაშე გაწეული საქმიანობა პატრიოტობის თვალსაჩინო მაგალითია. წარმატებებს ვუსურვებ მას და მის ოჯახს.“ – აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიგა ბოკერია კობახიძის შეთავაზებაზე: გამოსავალი ამ ვითარებიდან არის ვადამდელი არჩევნები ან პლებისციტი კონკრეტული თარიღით და კითხვით
Next post თენგიზ ცერცვაძე: ჩინური ვაქცინის შემოტანაზე რეკომენდაცია არ გამიცია