ირაკლი შოთაძე 2008 წლის ომთან დაკავშირებულ საქმეზე: სტრასბურგის სასამართლოში წარსადგენად, ასობით მტკიცებულება მოვაგროვეთ, რამაც მნიშვნელოვანი როლი იქონია ქართული მხარის გამარჯვებაში

Read Time:28 Second

„ეს გადაწყვეტილება არის ქართული მხარის კიდევ ერთი დიდი გამარჯვება სტრასბურგის სასამართლოში, 2008 წლის ომთან დაკავშირებით. პროკურატურა და ჩვენი გამომძიებლები აქტიურად იყვნენ ჩართულები ამ პროცესში“, – ასე ეხმაურება საქართველოს გენერალური პროკურორი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აგვისტოს ომთან დაკავშირებით.

ირაკლი შოთაძის განცხადებით, ქართულმა მხარემ ყველაფერი გააკეთა საქმის მოსაგებად.

„ჩვენ მოვაგროვეთ ასობით მტკიცებულება, რომელიც წარდგენილი იყო სტრასბურგის სასამართლოში და რომელმაც ამ საქმეში მნიშვნელოვანი როლი იქონია ქართული მხარის გამარჯვებაში და მე მინდა ამ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მივულოცო. ეს იყო იუსტიციის სამინისტრო რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და, რა თქმა უნდა, ჩვენ“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჯო ბაიდენი: ერთიანი უნდა იყოს არა მარტო ნატო, არამედ ევროკავშირი და დიდი შვიდიანი. ასე შევაჩერებთ პუტინს, რომელმაც ომის დანაშაული ჩაიდინა
Next post 25 მარტი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა