მარტი 29, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 12 Second

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, თუ რატომ ახსენებდა ბერა ივანიშვილი მასთან საუბარში, რომ მინისტრები დაურეკავდნენ. როგორც პრემიერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ის 8 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდს ხელმძღვანელობდა და პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა სამთავრობო უწყებებთან და მინისტრებთან.

„რა თქმა უნდა, მე არ მსურს, რომ მდარე ხარისხის ბინძურ პროვოკაციებზე მიწევდეს თავის მართლება და განმარტებების გაკეთება, მაგრამ ვინაიდან საზოგადოებაში გაჩნდა შეკითხვები, მხოლოდ მოსახლეობისთვის მინდა გავაკეთო შემდეგი განმარტება. ეს ჩანაწერები არის ფაბრიკაცია, 11 წლის წინანდელი ჩანაწერების. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მაშინ ჩვენ ვიყავით ტოტალური მოსმენის მსხვერპლი და ასე ვთქვათ ყველას უსმენდნენ. თვითონ ჩანაწერი შედგება უამრავი საუბრისგან, ეს არის ჩვეულებრივი ფაბრიკაცია, საუბარი იყო მაგალითად იმაზე, თუ რატომ ახსენებდა ბერა ივანიშვილი ჩემთან საუბარში, რომ მინისტრები დამირეკავდნენ.

მე მინდა მოსახლეობისთვის განვმარტო, მე 8 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდს ვხელმძღვანელობდი, ჩვენ 200-300 მილიონის პროექტები გვქონდა წლის განმავლობაში. მოგეხსენებათ, რომ ბატონ ბიძინას $3 მილიარდი აქვს დახარჯული ამ ფონდის მეშვეობით, ჩვენი ქვეყნისთვის და ბუნებრივია, მე მიწევდა ურთიერთობა და პირდაპირი კომუნიკაცია მთავრობის უწყებებთან, მინისტრებთან. მე მქონდა არაერთი შეხვედრა ბატონ რურუასთან, ბატონ კვიტაშვილთან, რომელიც ჯანდაცვის მინისტრი იყო და ჩვენ ვმუშაობდით ამ პროექტებზე. ასევე განათლების მინისტრთან მქონდა შეხვედრა, თბილისის მერთან, ეკონომიკის მინისტრთან. მინდა ასევე ვთქვა, რომ სააკაშვილის მეუღლესთან, ქალბატონ სანდრასთან არაერთ პროექტზე მქონდა მოლაპარაკებები და ასე ვთქვათ, მათი თხოვნების მოსმენები გვიწევდა, ასევე პრეზიდენტის დედა ჩემი ხშირი სტუმარი იყო. მე პირდაპირი კომუნიკაცია მქონდა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ეს ერთი და რა თქმა უნდა, აქ არავითარი ლოგიკა არ არსებობს იმისა, თუ რატომ უნდა ყოფილიყო სხვანაირად აღქმული და გაგებული ეს საკითხი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები