ირაკლი ღარიბაშვილი – 2026 წლამდე, ყოველ წელს, მინიმუმ 10%-ით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები და ჯამში, უახლოეს სამ-ოთხ წელიწადში, 50%-იანი მატება გამოვა
2026 წლამდე ყოველ წელს, მინიმუმ 10%-ით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები და ჯამში გამოვა 50%-იანი მატება უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, სექტემბერში მთავრობა მიმართავს პარლამენტს და მოახდენს ბიუჯეტის კორექტირებას.
„ბიუჯეტი გაიზრდება ვინაიდან ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო, დამატებითი შემოსავლები გაუჩნდა სახელმწიფოს. რა თქმა უნდა, მეტი თანხები გვექნება გადასანაწილებელი უწყებების მიხედვით და უფრო მეტი პროექტები დაფინანსდება. ეს ასევე გვაძლევს საშუალებას, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის შრომითი ანაზღაურება გაიზარდოს, 2017 წლიდან 2020 წლამდე პრაქტიკულად არც ერთ წელს არ გაზრდილა ხელფასები საჯარო სექტორში, რაც ვფიქრობ, დიდი შეცდომა იყო. ჩამორჩენა კერძო და საჯარო სექტორში არსებულ შრომის ანაზღაურებებს შორის ძალიან დიდია, ამიტომ ამას სჭირდება მოწესრიგება.
ჩემი დავალებით, წელს იანვარში უკვე დავიწყეთ ამის მოწესირგება. იანვარში ანაზღაურება 10%-ით გაიზარდა ყველა საჯარო მოხელისთვის. ახლა უკვე ფინანსთა მინისტრმა წარმოადგინა ჩვენი ხედვა, განისაზღვრა კრიტერიუმები და დადგენილებით უკვე მოწესრიგდება აღნიშნული საკითხი, რაც გულისხმობს შემდეგს, რომ ყოველ წელს, 2026 წლამდე მინიმუმ 10%-ით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები და ჯამში გამოვა 50%-იანი მატება უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში. ამ ტენდენციებს, პროცესს, დინამიკას სჭირდება შენარჩუნება, გვაქვს კარგი ინიციატივები რომლებსაც გავაჟღერებთ და დავიწყებთ სექტემბრიდან. მინდა, ხაზი გავუსვა იმ სტაბილურობის მნიშვნელობას, რომელიც მთავრობამ და მმართველმა გუნდმა შევინარჩუნეთ ამ რთულ პერიოდში. მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, რომ ჩვენთან შენარჩუნდება მშვიდობა და მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც ნიშნავს მეტ კეთილდღეობას ჩვენი მოქალაქეებისთვის და ქვეყნისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
რატი იონათამიშვილი-ოდიოზურმა ევროპარლამენტარების ჯგუფმა, ფაქტობრივად დააინიცირა რუსული რეზოლუცია, ვალდებულია ნებისმიერი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელმა დაგმოს ეს რეზოლუცია და პირველ რიგში მისი ავტორები
ევროპარლამენტის რეზოლუციის ერთ-ერთ ვერსიაში, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის მიერ არის მომზადებული, აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ არის მოხსენიებული. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ოკუპირებული...
„ჩვენი ამოცანა რა არის დღეს?! ერთიანობა და შეტევა…“ – მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, არჩევნებში ერთიანი სიით მიიღონ მონაწილეობა. ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ მისი მიზანი ხელისუფლების ცვლილება, ამოცანა კი...
განსაკუთრებულად მიუღებელი იყო ერთ-ერთი ევროპარლამენტარის მხრიდან ქართულ პოლიციაზე თავდასხმა და ვთქვი კიდეც, რომ პოლიციაზე თავდასხმა არის სახელმწიფოზე თავდასხმა და ეს მიუღებელია – შალვა პაპუაშვილი
„ზოგადად, ძალიან სამწუხარო დამოკიდებულება არის ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან, არა მხოლოდ საქართველოს მიმართ. თუ დააკვირდებით მათ აქტივობებს სხვა ქვეყნების მიმართაც, მათი...
ევროპარლამენტის რეზოლუციაში ოფიციალურად ჩაიწერა, რომ გამჭვირვალობის კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ამბიციებს
საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის კენჭისყრა ევროპარლამენტში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ევროდეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ხუთივე შესწორებას. შესაბამისად, რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ გამჭვირვალობის...
სოზარ სუბარი: აუცილებელია, კონსტიტუციით განვამტკიცოთ ის უფლებები, რომელიც ჩვენი ისტორიიდან და ტრადიციიდან მოდის
„აგიტაციას და პროპაგანდას აგიტაციითა და პროპაგანდით უნდა დავუპირისპირდეთ, მაგრამ დღეს მსოფლიოში ისეთი რამ ხდება, რასაც მხოლოდ პროპაგანდას ვერ დავარქმევთ, ეს...
ირაკლი კობახიძე: ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს და ქართველი ხალხის მთავარი საგარეო – პოლიტიკური პრიორიტეტია
დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე საქართველო გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, კონსერვატიული...