ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დინამიკური გახდეს და მომავალზე იყოს ორიენტირებული

Read Time:28 Second

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დინამიკური გახდეს და მომავალზე იყოს ორიენტირებული, რომ ფიზიკური დისტანცია და განსხვავებები შემცირდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, ჟოზეფ ბორელთან და ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ევროკავშირთან უფრო ღრმა ინტეგრაციისთვის მეტი შესაძლებლობა სჭირდება.

„შემდეგი ნაბიჯი ჩვენთვის ეტაპობრივი და ინტენსიური ინტეგრაცია იქნება. საქართველო არის ევროკავშირის კარიბჭე და ძალიან მნიშვნელოვანია ალტერნატიული სატრანსპორტო ჰაბი. ჩვენ ევროპასა და აზიას შორის კავშირს უზრუნველვყოფთ. ეს მიზნები ყველასთვის საერთოა. მიგვაჩნია, რომ შავი ზღვის პოტენციალი სრულად უნდა იყოს ათვისებული“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჟოზეფ ბორელი: პოლიტიკური საქმიანობა არაა ჯანსაღი, თუ არ არსებობს დიალოგი – პარლამენტის გვერდის ავლით, პლურალიზმს ვერ დავამკვიდრებთ
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: ინფორმაცია მივაწოდეთ ევროკავშირს იმ მძიმე დარღვევების შესახებ, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება