ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, ტერიტორიების ნაწილი არის ოკუპირებული და ჩვენ გვჭირდება მეტი ძლიერი პარტნიორი და მოკავშირე

Read Time:50 Second

ჩვენ გამიჯნულები ვართ. ისინი [ხალხის ძალა] თავად განგვემიჯნენ, ამით ყველაფერია ნათქვამი. მათ შორის პოზიციებთან დაკავშირებით გვაქვს განსხვავებები და ამიტომაც ვართ გამიჯნულები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ყველა ადამიანს აქვს სრული უფლება, რომ მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც თავად მიაჩნია სწორად, ჩვენ ასე გვესმის დემოკრატია. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი პლურალიზმს, სხვადასხვა იდეოლოგიების განვითარებას და საბოლოო ჯამში ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი იდეოლოგიაა მისაღები. მე ადრეც მითქვამს და გავიმეორებ: ჩვენ გუნდში გვქონდა საუბარი ამ საკითხებზე და ჩვენ მათ [ხალხის ძალა] ვუთხარით, რომ არ ვეთანხმებით მათ პოზიციებს და ვუთხარით, რომ მიუღებელი იყო მათი პოზიციების ასეთი ფორმით გამოხატვა. ამის თაობაზე ვთქვი, რომ ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, ტერიტორიების ნაწილი არის ოკუპირებული და ჩვენ გვჭირდება მეტი ძლიერი პარტნიორი და მოკავშირე. გვჭირდება ყველასთან კარგი ძლიერი ურთიერთობა, მითუმეტეს ჩვენს მთავარ პარტნიორებთან, აშშ-სთან, ევროკავშირის წარმომადგენლებთან. ჩვენ ვართ დემოკრატია და უნდა შევქმნათ თავისუფალი სივრცე და გარემო. ჩვენ გამიჯნულები ვართ. ისინი [ხალხის ძალა] თავად განგვემიჯნენ, ამით ყველაფერია ნათქვამი. მათ შორის პოზიციებთან დაკავშირებით გვაქვს განსხვავებები და ამიტომაც ვართ გამიჯნულები“, – აცხადებს პრემიერი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად გვერდში უდგას და მაქსიმალურად ვეხმარებით ბიზნესს – ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი
Next post ბაიდენმა ზელენსკის განუცხადა, რომ აშშ უკრაინას 625 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს