მარტი 29, 2024
0 0
Read Time:42 Second

დიალოგი უნდა იყოს მხოლოდ ერთი საერთო მიზნისთვის, რომ ჩვენ გამოვნახოთ ისეთი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას გააერთიანებს და არა დაჰყოფს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა დავიწყოთ საუბარი, სხვა შემთხვევაში კონსტრუქციული დიალოგი არ შედგება.

„დღევანდელი დღე არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ინიციატივა, რომელიც ბატონმა პრეზიდენტმა გააჟღერა, გამოვიყენოთ სწორად და მხარეები დავსხდეთ დიალოგის მაგიდასთან. ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი დიალოგისთვის, ის უნდა შედგეს და დიალოგი უნდა იყოს მხოლოდ ერთი საერთო მიზნისთვის, რომ ჩვენ გამოვნახოთ ისეთი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას გააერთიანებს და არა დაჰყოფს, ეს ჩემ მიმართვაში განვაცხადე და კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო იგივე. ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა დავიწყოთ საუბარი. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კონსტრუქციული დიალოგი არ შედგება. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგი დაიწყოს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები