ირაკლი ღარიბაშვილი: ყველანი ვზეიმობთ ისტორიულ გამარჯვებას, რომელიც ჩვენი დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ჩვენმა პარტიამ მოიპოვა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს

Read Time:37 Second

მინდა დღევანდელი გამოსვლა დავიწყო მოლოცვით. დღეს 1-ლი ოქტომბერია, ყველანი ვზეიმობთ ისტორიულ გამარჯვებას, რომელიც ჩვენი დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ჩვენმა პარტიამ მოიპოვა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ გამარჯვებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2012 წლის 1-ლი ოქტომბერი გარდამტეხი იყო ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.

„წარმოუდგენელი იყო ცხოვრების გაგრძელება ასეთი რეჟიმის პირობებში და მართლაც, მაშინ, რომ იტყვიან, ერი და ბერი გაერთიანდა სწორედ ჩვენი ლიდერის, დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის გარშემო და მართლაც ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ქართველმა ხალხმა. რა სიმბოლური დამთხვევაა, რომ დღეს, სწორედ 9 წლის თავზე, მას შემდეგ, რაც ჩვენ 9 წლიანი მმართველობა, დიქტატურა დავამარცხეთ და დავასრულეთ ქვეყანაში, მთავარი შემოქმედი, მეორეს მხრივ, ანტიპოდი და მთავარი მჩაგვრელი ადამიანი, ბატონი სააკაშვილი იქნა დაკავებული“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: მადლობა ვახტანგ გომელაურს, გრიგოლ ლილუაშვილს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ გასაიდუმლოებულ ოპერაციაში თავიდანვე იყო ჩართული, მართლაც ბეწვის ხიდზე გავიარეთ
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: დიდი პროვოკაცია და დიდი არეულობა ავარიდეთ ჩვენს ქვეყანას