ირაკლი ღარიბაშვილი: როცა 3 მილიონი ვაქცინა გვაქვს, ჩვენი სუვერენული არჩევანია, რა ვაქცინებიც ჩვენს მოსახლეობას უნდა, ის ვაქცინები უნდა შემოვიტანოთ

Read Time:33 Second

ჩვენ, მთავრობამ მოვახერხეთ და შემოვიტანეთ ამ მომენტისთვის საკმარისზე მეტი ვაქცინები, ყველანაირი ვაქცინა გვაქვს საქართველოში – „ფაიზერი“, დღეის მდგომარეობით გვაქვს კიდევ მილიონი დოზა, „სინოვაკი“, რომელიც ანალოგიურია, როგორიცაა „სინოფარმი“, კიდევ დამატებით 1 მილიონი „სინოფარმი“ მაქვს შეკვეთილი და ვმუშაობთ კიდევ 2 მილიონ „ფაიზერზე“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ჭიათურაში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში ასევე შემოტანილია „ასტრაზენეკა“, თუმცა ის ნაკლებად მოთხოვნადია.

„როგორც ჩვენი ექიმები და ეპიდემიოლოგები მეუბნებიან, „ასტრაზენეკა“ ნაკლებად მოთხოვნადი და პრიორიტეტულია ჩვენი მოსახლეობის მხრიდან. ქვეყანაში რომ არ იყოს ვაქცინები და ჩვენ ამ დროს გვეთქვა უარი, ეს იქნებოდა პირდაპირ დანაშაული, მაგრამ როცა 3 მილიონი ვაქცინა გვაქვს, ჩვენი სუვერენული არჩევანია, რა ვაქცინებიც ჩვენს მოსახლეობას უნდა, ის ვაქცინები უნდა შემოვიტანოთ“, – განაცხადა პრემიერმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შინაგან საქმეთა მინისტრმა და ცესკოს თავმჯდომარემ არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
Next post ავღანეთიდან შვედეთის მოქალაქეების ევაკუაციის პროცესში გაწეული დახმარებისთვის დავით ზალკალიანმა შვედი კოლეგისგან მადლობის წერილი მიიღო