აპრილი 18, 2024
0 0
Read Time:31 Second

პოლიტიკოსობა არ არის მიზეზი იმისა, რომ გამოვუშვათ ვინმე. თუ ვინმემ ჩაიდინა დანაშაული, მან უნდა მოიხადოს სასჯელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, ჟოზეფ ბორელთან და ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სასამართლოს გადასაწყვეტია, გაათავისუფლებს თუ პატიმრობაში დატოვებს პირს.

„რაც შეეხება კითხვას, რომელიც ეხება, როგორც თქვენ ბრძანეთ, პოლიტიკოსი პატიმრების გამოშვებას – პოლიტიკოსობა არ არის მიზეზი იმისა, რომ გამოვუშვათ ვინმე. თუ ვინმემ ჩაიდინა დანაშაული, მან უნდა მოიხადოს სასჯელი. ამიტომ, ჩემი გადასაწყვეტი არ არის, როდის ან როგორ გამოუშვებს ვინმეს სასამართლო. ეს არის სამართლის უზენაესობა, სასამართლოს გადაწყვეტილება, ვინმე გაუშვას პატიმრობაში თუ გაუშვას საპატიმროდან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები