ირაკლი ღარიბაშვილი: ორშაბათიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მასობრივ ვაქცინაციას დავიწყებთ

Read Time:37 Second

„ორშაბათიდან, სისტემა მზად იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით, მასობრივი ვაქცინაციისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მასობრივი იმუნიზაციის პროცესში, ჩვენს მოქალაქეებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვთ. მინდა, მთვარობის სახელით, თხოვნით მივმართო ჩვენს მოსახლეობას, გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ისე – როგორც პანდემიის დასაწყისში, გამოვიჩინოთ აქტიურობა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, „350 ბრიგადა, რომელიც უზრუნველყოფილია შესაბამისი აღჭურვილობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიშლება და მთავრობა ამ პროცესს წარმატებით მართავს“.

„ჩვენი გათვლებით, დღეში, 20-დან 25 ათასამდე აცრა უნდა ჩავატაროთ“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 31 მილიონზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 400 ათასზე მეტი ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

11 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსთან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარია ვან კერკხოვემ განაცხადა, რომ კორონავირუსის ვარიანტი, რომელიც პირველად გასულ წელს ინდოეთში გამოვლინდა, კლასიფიცირდება როგორც შემაშფოთებელი ვარიანტი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: აშშ-ის მთავრობისა და უშუალოდ, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის რამდენიმე ასეული ათასი დოზა საჩუქრად გადაეცემა
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის მთავრობას, რომლის უშუალო დახმარებითაც ჩვენ მივაღწიეთ წარმატებულ მოლაპარაკებას