მარტი 29, 2024
0 0
Read Time:37 Second

„თუ ისინი განაგრძობენ დესტრუქციულ პოლიტიკას და არ გაემიჯნებიან სააკაშვილის რადიკალურ პოლიტიკას, რა თქმა უნდა, მათ მოუწევთ მარგინალიზაციის გზით სიარული“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„კიდევ ერთხელ მინდა გამოვეხმაურო ბატონი ბორელის და ასევე, ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებებს. აქვე მინდა გამოვეხმაურო ორგანიზებულ თავდასხმას, რომელიც ოპოზიციის წევრებმა ბორელის მისამართით მიიტანეს. ეს კიდევ ერთხელ უჩვენებს, რა ძალასთან გვაქვს საქმე, ვგულისხმობ რადიკალურ ოპოზიციას და მათ დესტრუქციულ ქმედებებს.

აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა შემდეგი, რომ დღეს, ოპოზიციას დარჩა სულ რაღაც ორი არჩევანი: მოუსმინონ და გაითვალისწინონ ჩვენი უცხოელი სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებები, შევიდნენ პარლამენტში და დაასრულონ ეს ხელოვნურად შექმნილი კრიზისი, მასკარადი და აბსოლუტურად არაპროდუქტიული ქმედებები. მეორე – თუ ისინი განაგრძობენ დესტრუქციულ პოლიტიკას და არ გაემიჯნებიან სააკაშვილის რადიკალურ პოლიტიკას, რა თქმა უნდა, მათ მოუწევთ მარგინალიზაციის გზით სიარული“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები