მარტი 28, 2024
0 0
Read Time:35 Second

ვისაუბრეთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, ჟოზეფ ბორელთან და ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა, მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

„ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების საკითხი. რუსეთი ახდენს ოკუპირებას და ეფექტურ კონტროლს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ევროკავშირის მნიშვნელოვანი ძალისხმევა გულისხმობს მონიტორინგის მისიის ჩართულობას და მხარდაჭერას არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში და კონტექსტში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ჩვენთვის, საერთო უსაფრთხოების და უშიშროების საკითხების კონტექსტში. ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ ევროკავშირს, იმ მძიმე დარღვევების შესახებ, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება, მათ შორის, ბატონი ზაზა გახელაძის დაკავება.

დასკვნით ნაწილში, მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ორივეს ბატონებო და იმედი მაქვს, შემდეგ ჯერზე, საქართველოში გიხილავთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები