ირაკლი ღარიბაშვილი თსსუ-ს დაარსებიდან 91 წლის იუბილეს ულოცავს

Read Time:44 Second

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, თანამშრომლებს, კურსდამთავრებულებსა და სტუდენტებს უნივერსიტეტის დაარსებიდან 91 წლის იუბილეს ულოცავს.

მთავრობის მეთაური თითოეულ მათგანს თავდადებული შრომისთვის მადლობას უხდის.

„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ვულოცავ დაარსებიდან 91-ე წლისთავს. სამედიცინო უნივერსიტეტი დაარსების დღიდან იყო საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და მედიცინის მეცნიერებების განვითარების მთავარი კერა და ამ ტრადიციას დღემდე აგრძელებს.

პანდემიამ ნათლად გამოაჩინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ქვეყანას ჰყავდეს მაღალპროფესიონალი სამედიცინო პერსონალი. სწორედ ასეთ კადრს ამზადებს სამედიცინო უნივერსიტეტი და ამაყობს კიდეც თავისი აღზრდილი ექიმებით. მეტიც, პანდემიის პერიოდში განსაკუთრებული თავდადება გამოიჩინა არა მარტო მოქმედმა სამედიცინო პერსონალმა, არამედ უნივერსიტეტიდან ასაკის გამო გასულმა ღვაწლმოსილმა აკადემიურმა საზოგადოებამ, ასევე სტუდენტებმა, რომლებიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ღირებულებებითა და წინა თაობების მაგალითებით იზრდებიან.

კიდევ ერთხელ, ვულოცავ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, ყველა თანამშრომელს, კურსდამთავრებულსა და სტუდენტს უნივერსიტეტის დაარსებიდან 91-ე წლისთავს. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს თავდადებული შრომისთვის და ვუსურვებ წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ ჩხენკელი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს იუბილეს ულოცავს
Next post ილია მეორე: რეზო გაბრიაძის გარდაცვალებით საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იგრძნო მწარე რეალობა იმისა, თუ როგორ ცარიელდება ჩვენი კულტურული სივრცე ადამიანი-ლეგენდებით