მარტი 29, 2024
0 0
Read Time:51 Second

დღეს დავაკავეთ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელმაც უდიდესი ტკივილი მიაყენა ჩვენს მოსახლეობას. 300 000 ადამიანი იყო გასამართლებული, ათასობით ადამიანს ქონება და ბიზნესი ჩამოართვეს, ასობით ადამიანი პირდაპირ ქუჩებში ჩაცხრილეს, – ამის შესახებ „იმედის“ ეთერში პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„მინდა დღევანდელი გამოსვლა დავიწყო მოლოცვით. დღეს 1-ლი ოქტომბერია, ყველანი ვზეიმობთ ისტორიულ გამარჯვებას, რომელიც ჩვენი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით პარტიამ მოიპოვა 2012 წელს. ეს დღე ჩვენი ქვეყნისთვის იყო გარდამტეხი, ვინაიდან მაშინ ცხოვრების გაგრძელება ასეთ პირობებში წარმოუდგენელი იყო. მაშინ ერი და ბერი გაერთიანდა ბიძინა ივანიშვილის გარშემო და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ქართველმა ხალხმა. რა სიმბოლური დამთხვევაა, რომ დღეს, სწორედ 9 წლის თავზე, მთავარი მჩაგვრელი – მიხეილ სააკაშვილი დავაკავეთ. რა თქმა უნდა, არავის დაკავება არ გვიხარია, მაგრამ სამართალი აღსრულდა. დღეს დავაკავეთ პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელმაც უდიდესი ტკივილი მიაყენა ჩვენს მოსახლეობას. 300 000 ადამიანი იყო გასამართლებული, ათასობით ადამიანს ქონება და ბიზნესი ჩამოართვეს, ასობით ადამიანი პირდაპირ ქუჩებში ჩაცხრილეს. ამას ემატებოდა ადამიანების ტანჯვა და წამება, რომელიც გაუსაძლისს ხდიდა საქართველოში ცხოვრებას. სწორედ ამ ყველაფრის შემოქმედი დღეს დავაკავეთ და გადავიყვანეთ ციხეში. ჩვენ ეს მას შევპირდით – თუ ის გაბედავდა საქართველოში შემოსვლას, ჩვენ მას დავაკავებდით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები