ირაკლი ღარიბაშვილი: გადაწყვეტილი გვაქვს, თავი შევიკავოთ ევროკავშირის სესხის მეორე ნაწილის აღებისგან – მთავარი მოტივი არის ის, რომ დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება

Read Time:1 Minute, 21 Second

მთავრობა არ გამორიცხავს და გადაწყვეტილიც გვაქვს, რომ თავი შევიკავოთ ამ მეორე ნაწილის სესხის სახით აღებაზე. მთავარი მოტივი არის ის, რომ ეტაპობრივად დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა,

პრემიერ-მინისტრი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების საკითხზე, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ღარიბაშვილის თქმით, ქვეყის ეკონომიკური ზრდა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მიკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილის აღება საჭირო აღარ გახდეს.

„ტრაგედია არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და მათ შორის ჩვენი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი დადის ევროკავშირის სტრუქტურებში, მოგეხსენებათ, ის არის ევროკავშირის სახალხო პარტიაში და ყველა მცდელობა აქვს, რაღაც სანქციები და შეფერხებები წამოვიდეს ჩვენი მიმართულებით.

რაც შეეხება მაკროფინანსურ დახმარებას, ეს არის სესხი, რომლის ნაწილიც ავიღეთ 2020 წელს. 75 მლნ ევროს მეორე ნაწილი სესხი იყო, რომელიც არ იყო გრანტი და დახმარება, ამის თაობაზე ალბათ, მოგვიანებით ფინანსთა სამინისტრო გააკეთებს განცხადებას. გამომდინარე იქიდან, რომ წელს დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება, მაღალი ალბათობით, ამ თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება. მადლიერი ვართ ევროკავშრის ყველა იმ დახმარებისთვის, რომელიც მათ პანდემიის დროს აღმოგვიჩინეს და ზოგადად, ყველაფრისთვის, რასაც ჩვენთვის აკეთებენ. ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ წინსვლას.

მეორე მხრივ ამ საკითხმა დიდი პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა, ამიტომ ნებისმიერი ინსინუაციების თავიდან აცილების მიზნით, მთავრობა არ გამორიცხავს და გადაწყვეტილიც გვაქვს, რომ თავი შევიკავოთ ამ მეორე ნაწილის სესხის სახით აღებაზე. მთავარი მოტივი არის ის, რომ ეტაპობრივად დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება. გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური გზა, ივლისის თვის ზრდაც 10%-მდე იქნება, რაც ჯამში 7 თვის განმავლობაში იქნება 12.2% ეკონომიკური ზრდა. ეს დამატებით შემოსავალს გააჩენს ბიუჯეტში და ამ ტემპის შენარჩუნებით წლის ბოლოს გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.

ჩვენი ოპონენტები გადასული არიან საბოტაჟის რეჟიმზე, რომ რაიმენაირად შეაფერხონ ჩვენი ქვეყნის წინსვლა დასავლეთის მიმართულებით, ეს არის მტრული, მავნებლური დამოკიდებულება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი: როცა სააკაშვილმა ნახა, რომ აღარც უკრაინაში აქვს პოლიტიკური მომავალი, დაიწყო მავნებლობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ
Next post რატი ბრეგაძე: პენიტენციურ დაწესებულებაში ინფიცირების შანსი პრაქტიკულად, ნულამდეა დაყვანილი, რათა დაცული იყვნენ როგორც იქ მყოფი პატიმრები, ასევე ჩვენი თანამშრომლები