ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ვიზიტზე: ის რეფორმა და პროგრესი, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, ყველამ აღიარა

Read Time:30 Second

ჩვენ გავმართეთ ძალიან წარმატებული ვიზიტი ბრიუსელში. შედგა შეხვედრები უმაღლეს დონეზე, როგორც ევროკავშირში, ისე ნატოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე, ბრიუსელში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განხილული იყო ყველა ის რეფორმა და პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია.

„ჩვენ გავმართეთ ძალიან წარმატებული ვიზიტი ბრიუსელში. შედგა შეხვედრები უმაღლეს დონეზე, როგორც ევროკავშირში, ისე ნატოში. ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული განხილვა ყველა იმ რეფორმის, იმ პროგრესის, რომელსაც მივაღწიეთ ყველამ ერთად. უნდა აღინიშნოს, რომ ის რეფორმა, ის პროგრესი, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, არის ყველას მიერ აღიარებული. ამიტომ, მე მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ, ყველა საჯარო მოხელეს, ვინც ჩართულია ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით სერგეენკო შალვა ნათელაშვილზე: თუკი პროცესის რომელიმე მონაწილე მოლაპარაკებებს ტოვებს, ეს არ ნიშნავს, რომ მას მაგიდის აყირავების რესურსი აქვს
Next post პაატა იმნაძემ ის გვერდითი მოვლენები დაასახელა, რომლებიც კოვიდზე აცრის შემდეგ განუვითარდა