ირაკლი ღარიბაშვილი – აქტიურად ვმუშაობთ, რომ რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი მივიღოთ თბილისში, მეორე ეტაპზე დაიგეგმება ბათუმის აეროპორტის მოდერნიზება და გაფართოება

Read Time:26 Second

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ქვეყანაში დაგეგმილ მსხილ პროექტებზე ისაუბრა.

ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა აქტიურად მუშაობს თბილისის აეროპორტის პროექტზე, რომელიც გულისხმობს 500 მილიონი დოლარის ინვესტიციას.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მასშტაბური პროექტი დაგეგმილი, რომელიც წელს განხორციელდება. ვგულისხმობ როგორც მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და პროექტებს, ასევე, მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენ ვმუშაობთ აქტიურად ახლა აეროპორტის პროექტზე, რომელიც გულისხმობს 500 მილიონი დოლარის ინვესტიციას. ჩვენ გვაქვს ამბიცია და მოტივაცია, რომ რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი მივიღოთ თბილისში. მეორე ეტაპზე დაიგეგმება უკვე ბათუმის აეროპორტის მოდერნიზება და გაფართოება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 110-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა
Next post თურქეთში განმეორებითი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 7.5 მაგნიტუდა შეადგინა