მარტი 29, 2024
0 0
Read Time:51 Second

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პირადად იქნება ჩართული ყველა მუნიციპალიტეტის მუშაობაში და პირადად ექნება ამაზე კონტროლი.

„ჩათვალეთ, რომ მე ვიქნები ჩართული ზუგდიდშიც, ქუთაისშიც, თელავშიც, ყველგან, აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში და პირადად მექნება კონტროლი ყველა იმ სამუშაოსა და პროექტზე, რომელიც მიმდინარეობს და რომელსაც დავიწყებთ ჩემი და ჩვენი გუნდის ინიციატივებით მომავალი წლიდან. ასე, რომ ნურავის ექნება ილუზია და ნურც ამ კრიმინალებს, რომლებიც გველაპარაკებიან ტელევიზიით. სააკაშვილის დროს როგორი არჩევნები ტარდებოდა. ხურჩის ტერაქტი, თქვენ კარგად გახსოვთ ეს საქმე, ტერაქტი დადგმული იყო კუდის მიერ, სააკაშვილის დავალებით, ცხადია, სააკაშვილის გარეშე არაფერი არ ხდებოდა ამ ქვეყანაში და მაშინ, იმისთვის, რომ მოსახლეობა შეეშინებინათ, დაეშინებინათ, პანიკა და შიში დაეთესათ, დადგეს ტერაქტი, ააფეთქეს ერთ-ერთი ავტომანქანა, თუ ავტობუსი და უდანაშაულო საწყალი ქალბატონი დაიჭრა მძიმედ, ძლივს გადარჩა. ამის გამკეთებელი ხალხი ჩვენ დღეს რომ გვაკრიტიკებს და დემოკრატიაზე გველაპარაკება, ცინიზმიც აღარ არის, ეს რეალურად სრული კატასტროფაა და ამიტომ, კიდევ ერთხელ, ჩვენი საერთო მოტივაციაა, რომ სრული მობილიზება გავაკეთოთ და ძლიერად გავიმარჯვოთ ყველა მუნიციპალიტეტში, იმიტომ, რომ არც ერთი სალაპარაკო აღარ ჰქონდეთ. არჩევნები ჩვენ მოვიგეთ, მიშა ციხეშია და ქვეყანა დამშვიდდება და გავაგრძელებთ მშვიდობიან განვითარებას“, – განაცხადა პრემიერმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები