ირაკლი რუხაძე: მელიას ამბიცია ის კი არაა, რომ მერი იყოს, არამედ ის, თუ როგორ მოიყვანოს „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს სათავეში

Read Time:56 Second

„თბილისში, არჩევნების მეორე ტურზე, ერთ მხარესაა კახი კალაძე, რომელიც, მე თუ მკითხავთ, ძალიან კარგი მერი იყო, უამრავი კარგი რამ გააკეთა და მეორე მხარესაა მელია. მელია რომ იყოს რომელიმე სხვა, ნორმალური პარტიის წარმომადგენელი, შეიძლება, მე კალაძე მომწონდეს ან არ მომწონდეს, მაგრამ იმის შიში არ მექნებოდა, რომ ეს ორი ძალა ერთმანეთთან აბსოლუტურად შეუთავსებელია“, – განაცხადა „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

მისი თქმით, თავად მოსახლეობა დაზარალდება, თუ დედაქალაქის მერი ნიკა მელია გახდება, ვინაიდან „ქართული ოცნების“ უმრავლესობით წარმოდგენილი საკრებულოსა და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მერად ყოფნის პირობებში, საქმის გაკეთება შეუძლებელი გახდება.

„ჩვენ გვყავს ახლა საკრებულო, სადაც ვიცით, რომ „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად აქვს უმრავლესობა. ღმერთმა დაგვიფაროს და, თუ გაიმარჯვებს მელია, გამოვა შემდეგი – გვეყოლება მერი, რომლის ამბიცია ის კი არაა, რომ მერი იყოს, არამედ ის, თუ როგორ მოიყვანოს „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს სათავეში. ანუ, როგორ ანახოს, თუ რა ცუდადაა ყველაფერი. რომ აჩვენო, რა ცუდადაა ყველაფერი, ეს მართლაც ასე უნდა იყოს. ეს ორი ძალა, რომელთაგანაც ერთი საკრებულოს გააკონტროლებს და მეორე, ღმერთმა დაიფაროს, თუ მერი გახდა, ასფალტსაც ვერ დააგებენ თბილისში, რადგან მათი შეთავსება შეუძლებელია. მათ დნმ-ის დონეზე აქვთ შეუთავსებლობა. საზოგადოება ორ ნაწილად ვართ გახლეჩილი და ეს ორი ნაწილი ასე თავისით ვერ გაერთიანდება“, – აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანზორ მელია – დიახ, მე ვარ ზუგდიდის მერობის მოხუცი კანდიდატი, მე თქვენ დაგანახებთ, როგორი მოხუცი ვარ, ბევრ ახალგაზრდას ვჯობივარ
Next post მაია ჯაბუა-ძალიან კარგად ახსოვს ხალხს ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობამ წინა ხელისუფლება გაუშვა არა შეცდომების, არამედ – ძალიან ბევრი დანაშაულის გამო