ირაკლი კობახიძე: ხშირდება საუბარი, რომ ევროკავშირში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე მიღებული გადაწყვეტილება არ იყო მართებული – იმედი გვაქვს, რომ წელს ევროკავშირი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს

Read Time:41 Second

ავსტრიის პრემიერ- მინისტრის დადებითი განცხადებები და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი შეფასებები ზრდის მოტივაციას, რომ სწრაფად წავიწიოთ წინ ევროინტეგრაციის მიმართულებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ დეკემბერში ევროკავშირში მიიღებენ სათანადო გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

„ზოგადად, სულ უფრო მეტად ხშირდება საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე მიღებული გადაწყვეტილება არ იყო მართებული. იმედი გვაქვს, რომ ამ წლის დეკემბერში ევროკავშირში მიიღებენ სათანადო გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

ყველასთვის ნათელია, რომ ნებისმიერი მიმართულებით, საქართველო არის ბევრად უფრო წინ, ვიდრე სხვა ქვეყნები და აქედან გამომდინარე საქართველო ცალსახად იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. დიდი იმედი გვაქვს, რომ წელს ევროკავშირი მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებას მიიღებენ დეკემბერში.

მანამდე დარჩენილია 10-11 თვე. იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ საერთო ვითარება შეიცვლება დადებითისკენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თვალსაზრისით. ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად ყველაფერი გაკეთდება , რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი – გაუმჯობესებული ანტიკორუფციული მაჩვენებლებით, საქართველო არის ევროპის ხუთ საუკეთესო ქვეყანას შორის
Next post სტოლტენბერგი: ის, რაც დღეს ევროპაში ხდება, ხვალ აღმოსავლეთ აზიაში შეიძლება მოხდეს