ირაკლი კობახიძე – „ხალხის ძალას“ და ჩვენ ტაქტიკური შეუთანხმებლობა გვაქვს, რა დოზით ითქვას სიმართლე გარკვეულ საკითხებზე, რაც შეეხება ღირებულებით ნაწილს, არსებითი განსხვავება არ არის

Read Time:56 Second

ჩვენი მხრიდან ყველაფერი ძალიან მკაფიოდ არის გაცხადებული, ჩვენ ტაქტიკური შეუთანხმებლობა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა დოზით უნდა ითქვას სიმართლე გარკვეულ საკითხებზე, რა ფორმით უნდა გაკეთდეს განცხადებები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მოძრაობა „ხალხის ძალაზე“ საუბრისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, ღირებულებით ნაწილში „ქართულ ოცნებასა“ და „ხალხის ძალას“ შორის განსხვავება არ არის.

„რაც შეეხება ღირებულებით ნაწილს, ჩვენ შორის რაიმე არსებითი განსხვავება არ არის და ეს იმის საშუალებას გვაძლევს, რომ გაყოფის მიუხედავად, ჩვენ ერთად დავრჩეთ საპარლამენტო უმრავლესობაში. ჩვენთვის ახალ მოცემულობაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხარი დაუჭირონ ჩვენს გადაწყვეტილებებს, „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა არ აქვს, 75 დეპუტატი გვყავს. ასეთ ვითარებაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ადამიანებთან თანამშრომლობა, ამ საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, რადგან მათ გარეშე საპარლამენტო გადაწყვეტილებების მიღება გაგვიჭირდება. არის გარკვეული თემები, რაზეც ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ დახურულ კარს მიღმა ვისაუბროთ პარტნიორებთან და რაზეც ჩვენი აზრით, მიზანშეწონილი არ არის საჯაროდ საუბარი. მიზანშეწონილი არ არის იმის გამო, რომ ამ ინფორმაციის საჯაროდ გამოტანამ პრობლემები არ უნდა შეუქმნას გარკვეულ ურთიერთობებს. ეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რაზეც ვერ შევჯერდით. ჩვენ რომ ამაზე საუბარი შეგვეძლოს, საჯაროდ ვისაუბრებდით. არის რაღაც საკითხები, რაზეც დახურულ კარს მიღმა ვესაუბრებით პარტნიორებს. ამაზე ღია საუბარი გვაქვს, ოღონდ, დახურულ კარს მიღმა. რაზეა საუბარი, ვერ ვიტყვით“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე – გვქონდა კონსულტაციები პარტიიდან წასულებთან და პრინციპულ საკითხებზე მიღებული იქნება ერთიანი გადაწყვეტილებები
Next post ირაკლი კობახიძე: გვჯერა „ქართული ოცნება“ მალე აუცილებლად ახდება, კეთილდღეობა შევა თითოეულ ოჯახში, დავიბრუნებთ როგორც აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, ასევე აფხაზ და ოს და – ძმებს