აპრილი 16, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 25 Second
 საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში კოვიდ ინფექციის პირველი და მეორე ტალღის პირობებში ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება სრულად აკონტროლებს ეპიდვითარებას და როგორც არ უნდა გაგრძელდეს პროცესი ეკონომიკის ხელმეორედ ჩაკეტვა არ მოხდება. „საზოგადოებამ დაინახა როგორ მოქმედებდა ხელისუფლება ჯერ პირველი ტალღის პირობებში და როგორ მოქმედებს მეორე ტალღის პირობებში. პირველ ტალღას რაც შეეხება ეს იყო ყველაზე საშიში გამომდინარე იქიდან, რომ წარმოდგენა არავის არ ჰქონდა ვირუსის შესახებ, არც საქართველოში და არც რომელიმე სხვა ქვეყანაში. ამან გამოიწვია ის, რომ სადაც ვერ მოხერხდა ვირუსის შეკავება, იქ იყო ძალიან მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი. გახსოვთ რა ხდებოდა იტალიაში, აშშ-ში, საფრანგეთში, ბელგიაში და ასე შემდეგ. ამ ქვეყნებში იყო ძალიან მაღალი სიკვდილიანობა, როდესაც ჩვენ მოვახერხეთ პირველი ტალღა გადაგვეტანა დაახლოებით ორი ათეული გარდაცვლილის ფარგლებში. რა თქმა უნდა, თითოეული სიცოცხლე არის განსაკუთრებულად ღირებული და მნიშვნელოვანი, თითოეულის სიკვდილი ძალიან დიდი დანაკლისია, მაგრამ თუ ვსაუბრობთ სტატისტიკაზე, არის ცა და დედამიწა რაც გვქონდა საქართველოს და სხვა ქვეყნებს, როგორც მეზობელ, ასევე განვითარებულ ქვეყნებს პირველი ტალღის ფარგლებში. რაც შეეხება მეორე ტალღას – ბუნებრივია, დიდი ხნის განმავლობაში ეკონომიკის ჩაკეტვა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო და ჩვენი მხრიდან ბოლო პერიოდში განცხადებებიც გაკეთდა, რომ როგორც არ უნდა გაგრძელდეს პროცესი ეკონომიკის ხელმეორედ ჩაკეტვა წარმოუდგენელია. პანდემიამ ისედაც მძიმე ზიანი მიაყენა როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნებს და წლის ბოლოს დაახლოებით ეკონომიკის 5% რეცესიაა მოსალოდნელი და მორიგი ჩაკეტვა ამ მაჩვენებლის კიდევ უფრო მეტად დამძიმებას გამოიწვევდა. პირველი ტალღის პერიოდში რაც იყო მინიმუმი აუცილებელი ის გაკეთდა იმისათვის, რომ ჩვენ სათანადოდ დაგვძლია ეს პრობლემა და ამის შედეგია ზუსტად ის დაბალი მაჩვენებლები როგორც გავრცელების, ასევე სიკვდილიანობის კუთხით. ჩვენ ეკონომიკის და საზღვრების სრული გახსნის პირობებშიც კოვიდის გავრცელების საკმაოდ დაბალი მაჩვენებლები გვაქვს. ჩვენი ამოცანაა, მიუხედავად ეკონომიკის ფართოდ გახსნისა რაციონალურ ფარგლებში შევინარჩუნოთ კოვიდის გავრცელება. მთავარია, რომ ხელისუფლებას აქვს კონტროლი მთლიანად ვითარებაზე და ეს კონტროლი აუცილებლად შენარჩუნდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მარეხ

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები