ირაკლი კობახიძე: სერგი კაპანაძემ უკადრებელი იკადრა, როდესაც ქართულ მხარეს დააბრალა კასეტური ბომბების გამოყენება ცხინვალში, ეს განცხადება იყო მორიგი რუსული საქმე
სერგი კაპანაძემ უკადრებელი იკადრა, როდესაც ქართულ მხარეს დააბრალა კასეტური ბომბების გამოყენება ცხინვალში, ეს განცხადება იყო მორიგი რუსული საქმე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებას გამოეხმაურა.
„ეს განცხადება იყო ძალიან მძიმე, მაგრამ კიდევ უფრო მძიმე იყო თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელმოწერილი რეზოლუცია, სადაც ჩაიწერა, თითქოს ქართულმა მხარემ დაიწყო ომი და შემდეგ ამას უპასუხა რუსულმა მხარემ. ეს არის უმძიმესი დანაშაული, რომელიც ჩაიდინეს თავის დროზე სერგი კაპანაძემ და მისმა თანაპარტიელმა „ნაციონალებმა“. ზოგადად, ეს არის ისეთი დანაშაული, რომელსაც პოლიტიკაში საერთოდ არ უნდა პატიობდნენ, როდესაც შენ რუსეთის ფედერაციას აბარებ ტერიტორიის ოც პროცენტს და მერე ამ ოკუპაციას უფორმებ შენ მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, ეს არის, ალბათ მეთანხმებით, უპატიებელი დანაშაული, რომელიც ჩაიდინა ამ პოლიტიკურმა პარტიამ.
სერგი კაპანაძე ყველაფერს კადრულობს, მათ შორის, ყველანაირ უკადრებელს. უკადრებელი იკადრა მან, როდესაც თავის დროზე დაეთანხმა ევროსაბჭოს შესაბამის რეზოლუციას და დღესაც უკადრებელი იკადრა, როდესაც ქართულ მხარეს დააბრალა კასეტური ბომბების გამოყენება ცხინვალში და ა.შ.
ეს ყველაფერი მიანიშნებს კიდევ ერთხელ იმაზე, რომ ეს პოლიტიკური ძალა არის რუსული საქმის მკეთებელი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ჩააბარა ქვეყნის ტერიტორიების ოცი პროცენტი რუსეთის ფედერაციას, შემდეგ ოკუპაცია გაუფორმა რუსეთის ფედერაციას და დღემდე არ ეშვება რუსული საქმის კეთებას. სერგი კაპანაძის ეს განცხადებაც იყო მორიგი რუსული საქმე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მიხეილ ყაველაშვილი: 2008 წლის შემდეგ ოცდაათამდე სტრატეგიული ობიექტი მიჰყიდეს რუსეთს. ის ადამიანები, ვინც ამ ხელისუფლებას აკრიტიკებს, ჩადიოდნენ კიდეც, საზღვარსაც უხსნიდნენ, ცალმხრივად გაუუქმეს ვიზები და ძალიან კარგად იყვნენ რუსეთთან
2008 წლის შემდეგ ოცდაათამდე სტრატეგიული ობიექტი მიჰყიდეს რუსეთს. ის ადამიანები, დღეს რომ აპროტესტებენ, რომ რუსეთი როგორი ცუდია, ვინც ამ ხელისუფლებას...
მიხეილ ყაველაშვილი ევროპარლამენტარების განცხადებებზე: ებრძვიან საქართველოს ხელისუფლებას, იმიტომ რომ ის არ არის მორჩილი და ეწინააღმდეგება იმას, რაც მის ინტერესში არ შედის
ებრძვიან საქართველოს ხელისუფლებას, იმიტომ რომ ის არ არის მორჩილი და ეწინააღმდეგება იმას, რაც მის ინტერესში არ შედის - ეს არის...
ელენე ხოშტარია: არა რუსულ მთავრობას – ეს არჩევანი ამ ქვეყანას 100 წლის წინ აქვს გაკეთებული
ეს არ არის პარტიული, ან პოლიტიკური ბრძოლა, ეს არის ყველა მოქალაქის ბრძოლა, იმიტომ რომ ჩვენ ახლა გვართმევენ არა სკამებს პარლამენტში,...
VIDEO: „ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს, ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის“ – ჯონდი ბაღათურია 29 აპრილის შეკრებაზე
29 აპრილს შეკრება კი არ უნდა იყოს, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს, ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის - ამის შესახებ “ქართული...
მანანა თოქმაჯიშვილი: კი აქვს ადამიანს ზოგადად მოკლე მეხსიერება, მაგრამ ამ კაცის ქველმოქმედებაზე ქილიკი და „უი მაგას ახლა მოსყიდვა უნდა”, „ეგ კრიჟანი ფულს ვის მისცემს”, ძაან სირცხვილია
კი აქვს ადამიანს ზოგადად მოკლე მეხსიერება, მაგრამ ამ კაცის ქველმოქმედებაზე ქილიკი და „უი მაგას ახლა მოსყიდვა უნდა”, „ეგ კრიჟანი ფულს...
ზვიად ძიძიგური: სააკაშვილი გამოცდილი პოლიტიკოსი იყო, მაგრამ ბოლოს იდიოტობების გაკეთება დაიწყო – ივანიშვილიც, რომელიც რაციონალური კაცია, სისულელეებს აკეთებს
როდესაც „ოცნება“ ამობილიზებს მხარდამჭერებს, ამით ავტომატურად მათი მოწინააღმდეგეების მობილიზება ხდება, ანუ ფულს ესენი დახარჯავენ, მანქანებით ხალხს ჩამოიყვანენ, ამ დროს მათი...